გურიის მოამბე

გურული მებაჟე და თურქი კონტრაბანდისტი

კახა ჩავლეშვილი

ძველი ისტორიებიდან – მე-19 საუკუნის პუბლიკაციების კითხვისას წავაწყდი რუსი ოფიცრის ასეთ მონათხრობს წავაწყდი:

გურული მებაჟედ დაუნიშნავთ, ამასაც მალევე თურქი კონტრაბანდისტი დაუჭერია. აღმოჩნდა, რომ თურქმა ქართული არ იცოდა, გურულმა კი თურქული. კონტრაბანდისტმა ჟესტებით ქრთამი შესთავაზა და ფურცელზე დაუწერა 10 ანუ გამიშვი ამდენ მანეთს მოგცემო ანიშნა, გურულს ქრთამი ეცოტავა გადმოატრიალა ეს ფურცელი დააწერა 100 და დაუბრუნა თურქს, ხელით კი ანიშნა ამდენია საჭიროო. თურქმა ამდენი ფული რა ამბავიაო და ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც გურულმა აყვირებული თურქი ციხეში მიაბრძანა.
.
სასამართლოზე თურქმა ზემოხსენებული ფურცელი წარადგინა და რუს მოსამართლეს ეს ამბავიც მოუყვა – 10 მანეთს ვაძლევდი, რომ გავეშვი მებაჟემ კი 100 მანეთი მომთხოვა, მექრთამეა და ისიც დაიჭირეთო.
.
დაუძახეს გურულს სასამართლოზე, აჩვენეს ეს ფურცელი, თურქის ნათვამიც უთხრეს და უთხრეს აბა მიდი იმართლე თავიო! გურულს ბევრიც არ უფიქრია – თურქმა 10 მანათი ქრთამი კი შემომთავაზა, მარა მე რაფერ ვიზამდი მაგასო და დავუწერე 100-ი, ანუ 100 მანათიც, რომ მომცე მაინც არ ვიზამ მაგ საქმესო! მოსამართლესაც სულ სიცილ-ხარხარით გაუშვია გურული

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights