გურიის მოამბე

მარინა ტოტოჩავა – შეაჩერე დაბერება. განაახლე მიტოქონდრიები. დიდხანს გაიხანგრძლივე სიცოცხლე

შეაჩერე დაბერება. განაახლე მიტოქონდრიები. დიდხანს გაიხანგრძლივე სიცოცხლე
მეორე ნაწილი
პირველ ნაწილში დაბერების განხილვისას ვისაუბრე ახალგაზრდობის დამბრუნებელ გენებზე -სირტუინებზე. ახლა მეტ დეტალებში შევალ და ვისაუბრებ კიდევ სხვა ნივთიერებებზე, რომლებიც აჩერებენ დაბერებას და სიცოცხლეს რეალურად და დიდხანს ახანგრძლივებენ.
მოსწავლე, რომელიც ზედმეტად ჭარბწონიანია, მას რამდენიმე დაავადება აქვს ,სათავეში ლეპტინის და ადიპონექტნის მოშლის გამო. ამ ორ , უკიდურესად სასიცოცხლო ფენომენზე შესაბამის სტატიებში ვისაუბრე და რეკომენდაციებში ხშირად განვიხილავ. ლეპტინი მადის ჰორმონია. ადიპონექტინიდან კი მთლიანად გადაიშლება და იმართება მთელი მედიცინა. მთელი ცხოვრება, ბევრი უძილო ღამე ვეძიებდი— რა ნივთიერებები დაარეგულირებდა ადიპონექტინს, რომლის მოშლა ადამიანების ჯანმრთელობის დიდი პრობლემებია და ვიპოვე კიდეც. რაც უფრო მეტად დაინერგება და ამუშავდება ყველა დონის მედიცინაში ეს ორი ფენომენი, მით უფრო მეტი იქნება ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა. რადგან ,ყველა დაავადების ბოლომდე მორჩენის გასაღები მათში—–ადიპონექტინსა და ლეპტინში დევს. ჭარბწონიან მოსწავლეს , ფარისებრის დიდი პრობლემა,ჰორმონული ცდომები და უკვე დაზიანებული ჰიპოთალამუსი აქვს .თუ მისი ენდოკრინული სისტემა არ დარეგულირდება, ის ქრონიკულ ავადმყოფად იქცევა და ხანმოკლე ცხოვრება ექნება. რადგან ,მას ბევრი მიტოქონდრია უკვე დაბერებული აქვს.
ქალი, რომელიც 80 წელს გადაცილებულია და აქტიურია ,მას ახალგაზრდა მიტოქონდრიები აქვს.
პროფილაქტიკური მედიცინა და პირველადი ჯანდაცვა სუსტია მაშინ, როცა ადამიანების ჯანმრთელობის გაფრთხილების მეთოდები მასიურად და პერმანენტულად არ ხორციელდება.
სოც სივრცეში ადამიანები მკვეთრად ფამილარული არიან ზედმეტწონიან პატარა ბავშვების მიმართ ,რომლებსაც ნაკეცებად აქვთ კუნთები და თითქმის ,უკვე ლიმფოსტაზები .მისი მიტოქონდრიები უკვე დაჩლუნგებას იწყებენ და მომავალი პრობლემური ცხოვრება ამ ვიზუალზე აისახება. მისი მეტაბოლიზმი სწორი მიმართულებით წავა ,თუ კარგი პედიატრი დაურჩა და ლეპტინ-ადიპონექტინ-ინსულინის ცვლებს დაურეგულირებს .ან კარგი გენეტიკა მოახდენს ბავშვის მეტაბოლიზმის პროცესზე მკვეთრ დომინირებას.
ზედმეტი წონის ახალშობილი რომ დაიბადება, მილოცვების კორიანტელი და გოლიათის შეძენის დიდი პრეზენტირებები არაჯანსაღი რეაქციაა. აქ ოჯახი და მისი პედიატრი სტარტზე უნდა დადგნენ,რომ ამ ბავშვის ინსულინს თავიდანვე ხელი შეეწყოს, სტაბილური ჯანმრთელობისკენ წამოსასვლელად. ამ ბავშვმა მთელი ცხოვრება არ უნდა ატაროს მძიმე ფიზიოლოგიური ტვირთი—–ფარული დიაბეტის და სხვა მეტაბოლური მოშლილობების.
ხშირ გადაკვეთაში ჰიგიენა და კულტურა იდენტური მცნებებია . ხშირად ვიმეორებ,ჰიგიენა ბერძნული სიტყვაა და ჯანმრთელობას ნიშნავს.ასევე ,ბევრ გადაკვეთაში ჯანმრთელობა და კულტურა იდენტური მცნებებია. ბავშვის კარგი აღზრდა მშობლისგან გმირობის ტოლფასია . ამისთვის ბავშვის ფსიქიკის სუფთა დაფას არ სჭირდება ხშირი, მითუმეტეს ,უხეში შეგონებებით დაჩხაპნა .ბავშვის ტვინი მშობლის ტვინზე უფრო კრეატიული, ძლიერი და ჯანმრთელია და თავად მეტს ხედავს. ხოლო ბევრი შეგონებით ითრგუნება. რაც აინტერესებს თავად გეკითხება. მთავარია ,ბავშვი სულ ხედავდეს ————–ზნეობის, სიკეთის, სიმართლის, პატიოსნების, კულტურის , ადამიანობის, ურთიერთდანდობის,ურთიერთპატივისცემის, მიტევების, ერთგულების,მადლიერების, ადამიანური სიყვარულის, სულიერი და ფიზიკური სისუფთავის მაგალითებს. ეს აყალიბებს სრულფასოვან ადამიანს. მშობლის ბრძანება——თეფში მოასუფთავე,ეს არის უკულტურობის, გონებასუსტობის და ზომიერების მოშლის შთაგონება. აქედან ეცლება საფუძველი კულტურას და ეყრება ბაზისი ინსულინრეზისტენტობის მოშლას. რატომ უნდა ჭამოს იმდენი, რაც არ უნდა ან რატომ უნდა ჭამოს ბევრი. მოსუფთავებული თეფში ისევე ამაზრზენად გამოიყურება, როგორც ნარჩენების დიდი გროვები მასზე. ცოტა და ხშირად ჭამა სიცოცხლის საფუძველია . ბევრი ჭამა ნიშნავს დეგენერაციულ კუჭს ,სადაც ჰიპოფიზ— ჰიპოთალამუსიდან გონიერების და ზომიერების სიგნალები არ მიდის. ზომიერება—– ჭამაში, ქცევაში, საუბარში , დასკვნებში, მიმართვებში, შეფასებებში, ურთიერთობის წესებში ,არის ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ბარომეტრი. ბრძანება—–მოასუფთავე თეფში ნიშნავს, რომ მშობელი უკვე აზიანებს ბავშვს ,როგორც ინტელექტუალურად ისე ჯანმრთელობის მხრივ.ნებისმიერი ასაკის ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ადამიანი, არც უმადოდ იქნება და არც ზედმეტს შეჭამს. სხვა შემთხვევაში, მას დახმარება სჭირდება. დააკვირდით ასაკოვან, ჯანმრთელ ადამიანებს—— ისინი არასოდეს არ ჭამენ ჩქარა და ბევრს. ჭამის მცირე და ნელი სტილი არის აუცილებელი საფუძველი ხანგრძლივი სიცოცხლის. ჩქარი ჭამა, საუბარი ლუკმით გამობერილი ლოყებით, საკუთარი ჩანგლით კერძის გადმოღება, არა მარტო არასასიამოვნოა ესთეტიკურად, არამედ ტვინის კოგნიტურობის დეფიციტია. გადაყლაპოს და შემდეგ თქვას. არისტოტელე , ციცერონი ,კანტი , ჰეგელი , ჟან-ჟაკ რუსო ან მონტესკიე ხომ არ არის ,ჩქარა მოასწროს ადამიანების დამოძღვრა და განმანათლებლობის აღსრულება. რას და როგორ ჭამს, ეს მთლიანად განსაზღვრავს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
დაბერებაა, როცა არაჯანსაღი მიტოქონდრიები სჭარობენ ჯანმრთელ მიტოქონდრიებს.ამ სტატიის ნაწილებში განხილული ნივთიერებები სიბერეს აჩერებენ და ახალგაზრდობას ინარჩუნებენ იმიტომ,რომ ისინი მიტოქონდრიების გამცოცხლებლებია .კიბო, ალცჰაიმერი, დემენცია, სკლეროზი,ართრიტი, ინსულტი, ინფარქტი,კატარაქტა,დამბლები,ჰიპოფიზის ადენომა, პარკისონი, პოდაგრა,ფსორიაზი, ფიბროზი და სხვები ,დაზიანებული და დაბერებული მიტოქონდრიების მქონე ადამიანებს ემართებათ.ასევე, ჰორმონული პრობლემები და ბევრი სხვა დაავადება .ჰიპოპიტუიტარიზმი, რომელიც უკვე განვიხილე სტატიაში , ბოლომდე დაბერებული და უკიდურესად დაჩაჩანაკებული მიტოქონდრიების კლასიკური გამოვლინებაა. როცა უმართავი ჰიპოფიზის და ფარისებრის გამო ,ყოფილი ვარსკვლავური ქალი დაბეჩავებულ არსებად იქცევა.
მეცნიერულად დადგენილია, რომ , ნებისმიერ ასაკში, დაბერებულ მიტოქონდრიების მქონეებს უკნინდებათ და უმცირდებათ სპლაისინგის ფაქტორების რიცხვი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანში მომრავლებული ბებერი მიტოქონდრიები ,გარემოდან დამზიანებელი მოვლენების და მათი მავნე ზეწოლების გასანეიტრალებლად , თავის დასაცავ გენებს ვერ ამუშავებენ. ანუ დაზიანებული მიტოქონდრიების დროს მეტია გარედან ზიანი და ნაკლებია ორგანიზმის წინააღმდეგობა უცხო, მავნე აგენტების მიმართ.რაც მეტი დაბერებული მიტოქონდრიაა , მით ნაკლებია იმუნიტეტი.
სპლაისინგის ფაქტორები არიან ცილები. ისინი მოქმედებენ დეენემში და ერენემში ნუკლეოტიდების განლაგებასა და გადაადგილებაზე.ისინი გენს ეხმარებიან სხვადასხვა ტიპის მებრძოლი ცილები შექმნან, ადამიანის ჯანმრთელობისთვის შინაგანი ექსტრემების დროს. ახალი მეცნიერული მტკიცებაა—-სპლაისინგის ერთ-ერთი ფაქტორი,რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში უფრო აქტიურობს, ჭარბი ბებერი მიტოქონდრიების დროს,ძალიან დამზიანებლადაა აგრესიული, როცა საკვერცხის კიბოა .სპლაისინგის ფაქტორები ეხმარებიან აპოპტოზს ანუ ორგანიზმის თვითწმენდას.
ყველაფერი სასიცოცხლოა, რაც ნორმის ზღვრებს შეესაბამება.ამიტომ ნებისმიერი ანალიზის არასრულად განხილვა, მედიცინის არასრულყოფილებაა.
შეიძლება მოსწავლეს მეტი ბებერი მიტოქონდრია ჰქონდეს ,ვიდრე 80 წელს გადაცილებულ ადამიანს. ასაკი მიტოქონდრიების ჯანმრთელობით ისაზღვრება და არა პირადობის მოწმობის ციფრით. სიკვდილობა ახალგაზრდა ასაკში იშვიათობა არ არის, როცა რომელიმე ეწ ხანდაზმულს ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს.
ჯანმრთელი,გამძლე ორგანიზმი, დოზირებულად , მცირედ, თავად გამოყოფს წყალბადის სულფიდს .ანუ იმდენს, რაც აჯანმრთელებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.ეს ამატებს სპლაისინგის ფაქტორებს. რის შედეგად, ადამიანი უფრო ბევრად მეტს ცოცხლობს. ადამიანების მიერ წყალბადის სულფიდის გამოყენება,ისეთივე საშიში და მკვლელია როგორც წყალბადის ზეჟანგის. ჯანმრთელობისთვის საჭირო წყალბადის სულფიდის რაოდენობას თავად გამოიმუშავებს ორგანიზმი. მხოლოდ ,ორგანიზმის მიერ, თავისით გამომუშავებული წყალბადის სულფიდი ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
წყალბადის სულფიდი გოგირდს ქმნის . ნორმალური სტატუსის შესაქმნელად, როგორც ყველგან, ამ სამყაროში, აქაც მუშაობს ზომიერების პრინციპი.თუნდაც მედიცინის მიერ გამოყენებული , ოდნავ ზედმეტი წყალბადის სულფიდი უკიდურესად ტოქსიკური მძიმე საწამლავია.
გარემოში წყალბადის სულფიდის მატებისას გამოიყოფა მომწამვლელი ტოქსიკური გაზები. ადამიანში მცირე , აუცილებელი რაოდენობით არსებული ანუ თავისით გამოყოფილი ეს გოგირდის შემცველი ნივთიერება ანუ წყალბადის სულფიდი ნეიროტრანსმიტერივით მუშაობს. მიაქვს ორგანოებთან სიგნალები, ფართოვდება სისხლძარღვები ,მცირდება ანთებები, იშლება თრომბები და სხვა.ანუ წყალბადის სულფიდი თერაპიული აგენტია, რომელიც სისხლძარღვების რელაქსაციას ახდენს,ანთებებს ამცირებს ,ნერვული პროტექტორია და თრომბებს შლის. წყალბადის სულფიდია— H2S. წყალბადის ზეჟანგია—H2O2.
როცა წყალბადის სულფიდი მცირე —–აუცილებელი რაოდენობითაა, რომელსაც თავად ორგანიზმი ქმნის, მაშინ უძლიერესი ანტიოქსიდანტია. როგორც ხშირაც ვამბობ, სიკვდილი მაშინ დგება, თუ ანტიოქსიდანტების რიცხვი ნაკლებია ოქსიდანტებზე.
ადამიანებს თვითნებური გამოყენებით,არაფერი საქმე არა აქვთ, როგორც წყალბადის სულფიდთან, ისე წყალბადის ზეჟანგთან,რადგან ისინი მომწამვლელებია. დაუშვებელია და სასიკვდილოა ადამიანის მიერ ამ ორი ნივთიერების გამოყენება. არასოდეს დაუჯეროთ ვინმე ამბიციურს ,რომელიც მათ არეკლამებს .მათ უმცირეს რაოდენობას ადამიანის სასიკეთოდ მხოლოდ მედიცინა იყენებს. ადამიანი მათი თვითნებური გამოყენებით ვერ იცოცხლებს. წყალბადის ზეჟანგს ჭრილობის მოსავლელად იყენებს ქირურგია. წყალბადის ზეჟანგი და წყალბადის სულფიდი ადამიანის ხელში , ორივე– მკვლელი ნივთიერებაა.
წყალბადის ზეჟანგის მთავარი და აგრესიული თვისებაა ——თრომბების აქტიური შექმნა. ის რასაც ებრძვის მედიცინა ყველა დაავადებისას———-დაზიანებული ბიოქიმიური რეაქციების დროს გამოყოფილი წყალბადის ზეჟანგის მიერ შექმნილი თრომბია. ალბათ,ამას მეასეჯერ ვამბობ ადამიანების სიცოცხლისათვის. მახინჯი და სიკვდილსაშიში ტენდენცია, რაც ხალხში იყო ,წყალბადის ზეჟანგის მცირე დოზის დალევის, ვითომ გამწმედის შესახებ ——დაუშვებელია, სამარცხვინოა, უკიდურესად დამზიანებელია და აღარ უნდა განმეორდეს.
რასაც მედიცინა აკეთებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადასარჩენად , ეს არის გლობალური მიზანი—— დაზიანებულ ორგანიზმში წარმოქმნილი ჭარბი წყალბადის ზეჟანგის გამოძევება.რომელიც არის ყველა ბიოქიმიური რეაქციის კიბოსკენ შემბრუნებელი და დაავადებულის მთავარი მკვლელი ჭარბი თრომბის წარმოქმნის გამო. ანუ ნებისმიერი დაავადების დროს მკურნალობ, სიცოცხლისათვის იბრძვი, მატერიალურად იხარჯები, კრიტიკულ მდგომარეობებს გადიხარ—————-იმიტომ ,რომ ბიოქიმიური რეაქციების არასწორი მიმდინარეობის შედეგად გამოყოფილი, მკვლელი წყალბადის ზეჟანგი მოიცილო და გადარჩე. ამ ახსნის შემდეგ, თუ ვინმე კიდევ ვერ ჩაწვდება ნათქვამის არსს ,მაშინ ზეჟანგის ისევ გამოყენება დასალევად, ეს იქნება უგუნურობისგან თვითმკვლელობა. წყალბადის ზეჟანგზე საუბარი აქ თემიდან გადახვევა იყო. მინდოდა ის და წყალბადის სულფიდი ერთმანეთისგან განმესხვავებია. არ შემიძლია საზოგადოება ერთხელ კიდევ არ გავაფრთხილო იმ მავნე, მკვლელ ტენდენციაზე,რაც მათ აზიანებდათ სამუდამოდ ანუ წყალბადის ზეჟანგის გამოყენებაზე დასალევად. რომელიც გამოუსწორებლად ფლეთს სისხლძარღვებს და კაპილარებს. წყალბადის ზეჟანგი და წყალბადის სულფიდი სხვადასხვა ნივთიერებაა.
წყალბადის სულფიდს მედიცინა ,მცირე რაოდენობით ბალნეოლოგიურ კურორტებზე გოგირდის აბაზანებში იყენებს.
ორგანიზმში კეთილი ბაქტერიები, გოგირდის გამოყენებით წყალბადის სულფიდს ენერგიის წყაროდ გარდაქმნიან. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ორგანიზმში დისბაქტერიოზი არ არის. ანუ თუ ნაწლავები ბოლომდე ჯანმრთელი გაქვს და შესაბამისად იმუნიტეტი მაღალია, მაშინ ორგანიზმში გამოყოფილი წყალბადის სულფიდი სიცოცხლეს ძალიან გიხანგრძლივებს. მცირე წყალბადის სულფიდის ,ორგანიზმში თვითნებურად შექმნის დროს , გოგირდი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასიკეთოდ მუშაობს. ხშირად ვიყენებ მკურნალობაში და უხშირესად ვსაუბრობ გოგირდის პრეპარატებზე, რომლებიც მსოფლიო მედიცინის ყველაზე გამოკვეთილი ნატურალური ანტითრომბული წამლებია .კიდევ ვიმეორებ——წყალბადის სულფიდი იმდენია საჭირო ორგანიზმში, რასაც ჯანმრთელი ადამიანის მეტაბოლიზმი თავად გამოიმუშავებს. მისი ხელოვნურად დამატება სიცოცხლისათვის დაუშვებელია.
წყალბადის სულფიდი სასიცოცხლო ხდება, მხოლოდ გოგირდის უნიკალური ფორმის გამო. წყალბადის სულფიდში შემავალი გოგირდის აქტივაციისთვის ანუ სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ,ამიტომ გამოიყენება გოგირდის შემცველი , სამკურნალო ნატურალური პრეპარატები, რომლებიც მთავარი მებრძოლებია გულის, ტვინის , თირკმლის და ყველა მძიმე პრობლემის დროს , უპირატესად კი———თრომბული სასიკვდილო პროცესების კუპირებისთვის. გოგირდი მინერალია. როგორც ხშირად ვიმეორებ, მინერალების კონტროლის გარეშე, ადამიანი ვერ მორჩება კრიტიკული მდგომარეობებიდან და ვერ იცოცხლებს ხანგრძლივი სიცოცხლით.
თუ ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, დაგვიანებულია და არათრომბული სისხლის შემქმნელი —ძვლის ტვინის გაჯანსაღებას ვერ ასწრებს ექიმი ამ მომენტისთვის, მაშინ გამოიყენება გოგირდის შემცველი , ნატურალური პრეპარატები. ისინი თანამედროვე ევრო-ამერიკული მედიცინის ვარსკვლავებია ——-თრომბთან ბრძოლის , ადამიანის გაჯანმრთელების და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის.
აქედან არაექიმიც მიხვდება——-სიცოცხლეს ახანგრძლივებს ანტითრომბული ნატურალური ფაქტორები.სისხლის უხარვეზო მიმოქცევა სისხლძარღვებში, მყარი ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია.როგორც უხშირესად ვამბობ ,ეს არ ეხება ანტითრომბულ ქიმიურ პრეპარატებს, რომლებიც ,მხოლოდ ,მწვავე მდგომარეობის დროს უნდა გამოვიყენოთ, მანამ, სანამ ძველი ჰაიდლაინები არ შეიცვლება. ხანგრძლივი მიღებისას, ქიმიური გამათხიერებლები თავად ხდებიან სიცოცხლის შემზღუდველები,რადგან აზიანებენ ძვლის ტვინს . ძვლის ტვინში იქმნება სისხლის ჯანსაღი ქსოვილი. ეწ გამათხიერებლების ხანგრძლივი გამოყენების დროს, ქიმია ძალდატანებით————- სისხლს დასაშლელად ებრძვის .ამ დროს ქიმია ენაცვლება თვით სამყაროს დადგენილ ურყევ წესს——————— ჯანსაღმა ძვლის ტვინმა უნდა იმუშაოს თრომბის განეიტრალებაზე და ხანგრძლივ სიცოცხლეზე ჯანმრთელი სისხლის შექმნით, რომელშიც თრომბი არ არის.ეწ გამათხიერებლით ლოკალურად დაშლილი თრომბი, კარგი,მაგრამ, დროებითი შედეგია. რაც თრომბს ქმნის სათავეში, ის ფენომენი უნდა განეიტრალდეს და დაბალანსდეს. როცა ორგანული უკმარისობაა, რომლის მთავარი ბაზისი თრომბია,უპირველესად, ძვლის ტვინს უნდა დავეხმაროთ,საიდანაც წამოვა მეტი და ხანგრძლივი სასიცოცხლო შედეგები.
თანამედროვე ევრო-ამერიკულ მედიცინაში, საჭიროების დროს, სიცოცხლის გამახანგრძლივებლად აქტიურად გამოიყენება ნატურალური ანტითრომბული მედიკამენტები. მათ შორის უმრავლესობა გოგირდის შემცველებია. არ არსებობს ჩემი დანიშნულება, ერთი მაინც ,გოგირდის შემცველი ამერიკული ნატურალური პრეპარატი არ იყოს შიგ.
მომატებული რაოდენობის წყალბადის სულფიდი ჰაერში ხდება ღია კანალიზაციებიდან და ძალიან ტოქსიკურია. საერთოდ,ყველაფერი მეტი ——-ტოქსიკურია. საჭირო რაოდენობა კი სიცოცხლისათვის აუცილებელი.რომელიმე ხილიც რომ ჭამოთ ნორმაზე მეტი, ორგანიზმი ცუდად გახდება. რადგან, რომელიმე მისი შემცველი ნივთიერება უკვე ტოქსიკურად მოქმედებს.მაგალითად, არ შეიძლება დღეში რამდენიმე მარცვალზე მეტი ნუში ჭამო. ნუში ამიგდალინს შეიცავს .რამდენადაც ის სასიცოცხლოა და კიბოსთნ მებრძოლი ბე 17 ვიტამინის შემცველია, იმდენად საზიანოა ჭარბად , რადგან ტოქსიკური ციანიდი მოწამლავს ადამიანს. თანამედროვე პედიატრიაში,10 წლამდე ბავშვებში ნუშს საერთოდ არ ვიყენებთ.
ჭარბი ჭამის პრობლემა ეხება ყველა ხილს და ნებისმიერ საკვებს. ერთი სახის საკვების ბევრი ჭამა აზიანებს ადამიანს. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ცოტა.
დღევანდელ ჩვენს პირობებში, კვების ჰიგიენა ყველა ნაწილში უკიდურესად დარღვეულია ——– დაზიანებული პროდუქტები მეტი იყიდება ვიდრე ჯანსაღი,ზოგი საცხობი ტრანსცხიმებს იყენებს და ჰიგიენური მდგომარეობა პედანტურად არ მოწმდება.ასეთ დაუცველ სამყაროში ადამიანებს ფერმენტების რიცხვი უკიდურესად შემცირებული აქვთ. რადგან ,ისინი გაძლიერებულად იხარჯებიან არასრულფასოვანი პროდუქტების მოხმარებისას. ამ ვითარების ფონზე თუ ადამიანს რამე დაავადება აქვს, მას ამის გამო, მითუმეტეს ,შემცირებული აქვს ისედაც ფერმენტები.ფერმენტებია ადამიანების მხსნელი, რომ ამდენი ბიონაგავი მოინელონ და ორგანიზმი გადაარჩინონ. კვების ჰიგიენაში დიდი ძვრებია მოსახდენი. პროდუქტების ვადები შესაცვლელია. როგორ შეიძლება, მაგალითად, კონსერვს ჰქონდეს წლები ვადა.როცა რაც მეტია პროდუქტის ხანდაზმულობა, მასში მეტი აფლატოქსინი და სხვა ჩხირები მრავლდება.
ბოლო 30 წელში ცხობაში გამოყენებულმა უვარგისმა ტრანსცხიმებმა ,დიდი როლი შეასრულა ამ ქვეყნის მოსახლეობის დაავადებაში და სიცოცხლის შემოკლებაში; ინფარქტების, ინსულტების და სიმსივნეების გამრავლებაში.მათი ხელწერაა-ღვიძლის და სხვა ორგანოების დაზიანება, ქოლესტერინის სიჭარბე, სიმსივნეებისკენ ბიძგი, სიმსუქნე , გულის დაავადებები, თრომბი და სხვა.
დაბერებული, გაცვეთილი მიტოქონდრია ანუ როგორიც არის ქრონიკული პროცესების—–კიბოს, სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, ქრ წნევის და სხვა დაავადებების დროს —-არის გამოფიტული, სიდამპლემდე მისული უჯრედული ორგანელა, რომელიც ვეღარ ქმნის ენერგიას და მის ფონზე ოქსიდაციური სტრესი მატულობს.ოქსიდაციური სტრესის მატება, როგორც წესი ქმნის და ამატებს თავისუფალ რადიკალებს, რომელთა შედეგად რთული დაავადებები და სიმსივნეებია. ასეთ შემთხვევებში იქმნება სიცოცხლის შემზღუდავი ფონი .ასეთი მიტოქონდრიები აბერებს, სხვა უფრო ჯანმრთელ მიტოქონდრიებსაც. მეტი დაბერებული მიტოქონდრია მეტაბოლიზმის უფრო რთული დაზიანება და დაავადებებია. ადამიანებს, რომლებიც ავად არ ყოფილან არასდროს ,მხოლოდ დაბერებული მიტოქონდრიების შემთხვევაში ემართებათ ასაკობრივი დაავადებები.იზოლირებულად არ არსებობს არც ასაკობრივი დაავადება და არც გარდატეხის ასაკის დაავადება. ეს ცოდნაშეზღუდული მცნებებია. მისი მეგობრები თუ უპრობლემოდ გარდატყდნენ, ეს ბავშვი რატომ ვერ გარდატყდა?გარდატეხის პრობლემები წარმოშვა მისმა ლატენტურმა დაავადებებმა და დაზიანებულმა მიტოქონდრიებმა. ამიტომ, სხეული რომ დიდხანს ამყოფო ჯანმრთელად მიტოქონდრიებს უნდა გაუფრთხილდე.
დაბერებული მიტოქონდრიების დროს შაქრის და ინსულინის არაადექვატური ცვლა ხდება და ხშირად სტატუსით –არადიაბეტიანშიც დიაბეტის მექანიზმი მიდის, რაც ანგრევს ორგანიზმს.ამის მაგალითია ის ,რასაც ჩვენთან პრედიაბეტს ეძახიან.როცა ზედა ზღვარზეა შაქარი ან ოდნავ მომატებული. ამ დროს ისე ზიანდება უჯრედები, როგორც დიაბეტის დროს. რადგან ,არ ხდება დიაბეტის მკურნალობა და მართვა და უჯრედებში მიდის მავნე გლუკონეოგენეზი. მხოლოდ დაბერებული მიტოქონდრიები აჩქარებენ ინსულინრეზისტენტობის მოშლას, იწვევენ ჰორმონულ გადაგვარებებს და სიმსივნეებს .რადგან, დაბერებულ მიტოქონდრიებს მწყობრიდან გამოყავთ ჰიპოთალამუსის პიტუიტრული , ადრენალური და სხვა სისტემები.დაბერებული მიტოქონდრიების დროს სუსტდება ან ავდება ჰორმონები და ჩნდება სიმსივნეები.
სკოლის ასაკში მიტოქონდრიების დაბერებას ყველაზე მეტად და ხშირად იწვევს ———ფარისებრის უმართავი ,ლატენტური და გამოუცნობი პროცესები და ასკარიდა.
უჯრედში არც სიმსივნე, არც ტუბერკულოზი ,არც ჰიპოთირეოზი ,არც ქრონიკული დაავადება არ გაჩნდება , თუ მიტოქონდრია დაბერებული არ არის. რადგან, ჯანსაღი მიტოქონდრიების დროს ,ორგანიზმს ყველა დიდი პრობლემიდან რეგენერაციის და აღდგენის უნარი აქვს. რაღაც დონეზე მაინც რომ არ შეეძლოს დაავადებული ადამიანის ორგანიზმს აპოპტოზი, ის იმავე დღეს მოკვდებოდა. ანუ მკვდარი უჯრედების გამოძევება და ახლების შექმნა.ჰიპოთირეოზი იწყება——ფარისებრსა და ჰიპოფიზში მიტოქონდრიების დაბერებით.
ახალგაზრდობის შენარჩუნება, სიბერის დიდხანს გადავადება, კიბოს და ქრონიკული დაავადებების აცილება—–ეს არის მოქმედებაში მყოფი ჯანმრთელი მიტოქონდრიების მუშაობის შედეგი. რაც მეტია ჯანმრთელი მიტოქონდრია, მით ხანგრძლივია სიცოცხლე. რა ნივთიერებებსაც განვიხილავ ამ თემის ნაწილებში,მედიცინის რთული სამეცნიერო მუშაობების ციკლებით დადგენილია, რომ ისინი ნამდვილად აჯანმრთელებენ და აახალგაზრდავებენ მიტოქონდრიებს, რითაც ახანგრძლივებენ სიცოცხლეს.
თანამედროვე მედიცინა მიტოქონდრიებს, უჯრედების ელექტროსადგურებს უწოდებს.ისინი ანაწევრებენ ნივთიერებების მოლეკულებს. ამის შედეგად გამოიყოფა ენერგია და მათ მიერ ჩაიდება ეს ენერგია ორგანოების უჯრედების სუნთქვის რიტმში. სუნთქვა სიცოცხლის მთავარი პირობაა .სუნთქავს არა მარტო ფილტვი, არამედ ორგანიზმის ყველა უჯრედი. უფრო ჯანსაღად სუნთქავს ის მონაკვეთები, სადაც დაუბერებელი მიტოქონდრიებია. დაბერებული მიტოქონდრიების აღმოჩენა, სულ თავისუფლად შეუძლიათ გამოცდილ პირად ექიმებს.
ნად+
მას ძალიან ხშირად ვახასიათებ სტატიებში და რეკომედაციებში. ამ მოლეკულას, ისევე როგორც სხვა ტიპის მოლეკულებს , ყველა პაციენტს გულმოდგინედ ვუმოწმებ და მის დონეს ვაანალიზებ. თუნდაც ,ამისთვის ღამეების თენება დამჭირდეს.რადგან ,ეს არის ყველაზე ძლიერი მოლეკულა ,რომელიც როცა ნორმაშია ძალიან ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამისთვის ჯერ უნდა დადგინდეს—– ხომ არ არის ის სულ გაქრობის სტადიაში ან ხომ არ სჭირდება გააქტივება .ეს დეენემის ერთ-ერთი შემადგენელი ნუკლეოტიდია.მას ვუწოდებდი—- დეენემის მორიგე სპეციალისტს გამოძახებით. როცა დეენემი ზიანდება რომელიმე დაავადების დროს,ნად+ მაშინვე ჯანმრთელი მიტოქონდრიიდან გამოდის , დაზიანებულ მიტოქონდრიებს ეხმარება და შესაბამისად, დეენემის შეკეთებას და შევსებას იწყებს. როცა დაზიანებულ მიტოქონდრიაში ნად + შემცირდება,მაშინ იწყება დაავადებები. ხოლო უმძიმესი დაავადებების და კიბოს ბოლო სტადიების დროს ნად პლიუსი შედარებით ჯანმრთელ მიტოქონდრიებშიც შემცირებულია და ვეღარ გადაისროლება დასახმარებლად.ამიტომ, ამ დროს ექიმის მიერ მისი შევსებაა საჭირო, რომ ადამიანი აცოცხლოს. ბევრი სამეცნიერო კვლევის და თანამედროვე მედიცინის დასკვნით ,სწორედ მეტი ჯანმრთელი მიტოქონდრიაა გარანტი ნად+ის სიძლიერის და რაოდენობისთვის. როცა ნადპლიუსი შემცირდება დაზიანებულ მიტოქონდრიაში , ამ დროს ჯანმრთელი მიტოქონდრია მას და ჯამში დეენემს ეხმარება და ჩუქნის თავის ნადს. ამის მკვლევარი ამერიკელი მეცნიერები ამბობენ ,რომ მიტოქონდრიებს აქვთ საწყობები და კრიტიკული მდგომარეობების დროს—— ნადს დაზიანებულ უჯრედებს აწვდიან ,რომ ადამიანი გადარჩეს. ამერიკელი მეცნიერების დასკვნით —-ეს საწყობები და ფონდები კრიტიკული მდგომარეობების დროს——- ნად+ გაასესხებენ ჯანმრთელი მიტოქონდრიებიდან დაზიანებულებში.
მაგრამ, ორგანიზმი სულ უნდა კონტროლდებოდეს პირადი ექიმების მიერ , რომ ადამიანი არ მივიდეს იმ მდგომარეობაში, როცა ფონდის მიტოქონდრიები ამოწურულია. ექიმმა კი ვეღარ მოასწროს მიტოქონდრიების შევსება ნადით. როგორც მანქანა ვერ ივლის ცუდ გზებზე ბენზინის და კარგი საბურავების გარეშე, ისე ადამიანებს, სულ და მითუმეტეს, პრობლემურ ვითარებებში განსაკუთრებით სჭირდებათ ნადით შევსებული ჯანმრთელი მიტოქონდრიები.
ნად +ის ამხელა მარაგს როგორ ქმნის ჯანმრთელი მიტოქონდრია?ეს ხომ ის მარაგია, რომელიც ადამიანს კრიტიკულ მდგომარეობაში სიცოცხლეს უნარჩუნებს და უხანგრძლივებს. ფერმენტი -NADAT3 ჯანმრთელ მიტოქონდრიას აგროვებინებს ნად+ის პრეკურსორს ანუ წინამორბედ ნივთიერებას, კერძოდ, NMN-ს . გაჭირვების დროს, როცა მძიმე დაავადება ან შეტევაა ორგანული ,ის გადაიქცევა ნადად და მიეწოდება დაზიანებული ორგანოს მიტოქონდრიას. როცა ეს მექანიზმი მუშაობს სიცოცხლის ხანგრძლივობა გარანტირებულია. ამ პროცესს ექიმი უნდა აკვირდებოდე ს და შეძლოს საჭირო დროს, შესაბამისი მედიკამენტით გააქტიურება და ადამიანის რეალური გადარჩენა. ამ ტექსტით, ჩემს პაციენტებს ეს ნივთიერებები ეცნობათ, რომელსაც მათთვის დანიშნული წამლები შეიცავენ. ნად პლიუსი რომ მოიშლება ან დაიკლებს, უპირველესად, ნევროლოგიური დაავადებებია—- ნევროზი, დეპრესია,ინსულტი, დამბლები ,სკლეროზი, პარკისონი,ალცჰაიმერი და სხვა.
AMPK
ეს არის დაბერების შემჩერებელი და სიცოცხლის გამხანგრძლივებელი ერთ-ერთი ძლიერი ნივთიერება.მას—–ადენოზინ მონოფოსფატს სიცოცხლის ფერმენტი ჰქვია. ის ყველა ჯანმრთელი ორგანოს უჯრედშია. მოძრაობს სისხლით, ეძებს დაზიანებულ უჯრედებს——-ანახლებს, ააქტივებს, წმენდს. ის არამარტო სიცოცხლეს ახანგრძლივებს, არამედ არ აძლევს უფლებას ქსოვილს—- შეინახოს ცხიმი, რომ ადამიანი არ გასუქდეს. ექიმის მიერ გააქტიურებული AMpk მეტ ატეეფს ქმნის და ენერგიაც მეტია .AMPK მეტაბოლიზმის ამღორძინებელია.სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ნივთიერებების ჩამონათვალი თანამედროვე მსოფლიო მედიცინამ უკვე შექმნა. მათ შორის მხოლოდ, განსაკუთრებით ძლიერებს განვიხილავ.
პროტეინკინაზა რამდენიმეა. ახლა რასაც განვიხილავ ანუ AMPK ს ,ის არის AMPk დამოკიდებული პროტეინკინაზა.ეს ფერმეტი ანუ AMPK აქტიურდება ორგანიზმის გადაძაბვის დროს –ძლიერი დატვირთვის ან შიმშილის დროს.გაცოცხლებული და გააქტივებული AMPk ბლოკავს ჭარბი ქოლესტერინის სინთეზს, შლის ღვიძლში ზედმეტ ქოლესტერინს და ცხიმს, ადუნებს ღვიძლის გლუკონეოგენეზს ანუ იმ მკვლელი პათოლოგიური მდგომარეობების სპექტრს,როცა პრობლემური ღვიძლ-პანკრეასის და დაზიანებული ინსულინის გავლენით უამრავი ზიანი ხდება ორგანიზმში .ნორმაში მყოფი AMPK —-ორგანიზმს აათვისებინებს სასიცოცხლო ცხიმოვან მჟავებს, გულის კუნთში აღადაგენს ჯანმრთელ პროცესებს,სწორად მართავს გენებს; დირიჟორობს , რომ ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდეს მეტაბოლიზმი;ადექვატურად მართავს —-გრელინს, ლეპტინს, ადიპონექტინს, რომელთა ნორმა ბაზისია მეტაბოლიზმის ჯანმრთელობის და დაავადებების არარსებობის. AMPK მთავარი მაკონტროლებელია უჯრედების ბიოქიმიის.თუ ეს ფერმენტი ნორმაა ,თითქმის, არ არსებობს დიაბეტი, კიბო , ქოლესტერინის სიჭარბე, თირკმლის და სხვა ორგანოების უკმარისობები და სხვა. ის ენერგიის ცვლას მართავს და როგორც უკვე ვთქვი,აქტივდება თავისით —-შიმშილის, დატვირთული ვარჯიშის და მძიმე სამუშაოს დროს, რომ გადაარჩინოს ორგანიზმი სასიცოცხლო საშიშროებას. მასავით არაფერი არ გამოაცოცხლებს—-მოდუნებულ, აქტიურობადაკარგულ, თითქმის, მკვდარ მეტაბოლიზმს. თუ ჯანმრთელია ადამიანი, ის ყველა უჯრედში ნორმაშია და ბლოკავს ფიზიოლოგიურ დესტრუქციებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.ის მხოლოდ ზედმეტ ცხიმს წვავს .არ წვავს და ტოვებს ძვლის ტვინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ სასარგებლო ცხიმებს,რომ ძვლის ტვინმა ცხიმოვანი დეჰიდრატაციის დროს არ შექმნას სიმსივნეები.ანუ სასიცოცხლოდ აუცილებელი ცხიმის გარეშე ადამიანი ყველაზე მეტად დეგრადირდება.ეს უნდა ესმოდეს, სრულიად უცხიმო დიეტის მიმდევრებს.
AMPK ს ანუ გამააქტივებელ პროტეინკინაზას მედიცინა ეძახის გადამრთველ ღილაკს .ის გამოდის ფიზიოლოგიურ ასპარეზზე ,როცა ადამიანის უჯრედებს უკიდურესად უჭირთ. ანუ როგორც უკვე ვთქვი-შიმშილის, ზედმეტი ვარჯიშის, შრომისგან დაუძლურების დროს.გადამრთველს იმიტომ ეძახიან, რომ პრობლემების დროს, ის ყველა დამზიანებელ ფაქტორს ბლოკავს და გადართავს ორგანიზმს სიცოცხლეზე.ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს. გამორთავს კიბოს და დაბერების სიგნალებს.უჯრედს ახალგაზრდულად გადააკეთებს.
ხშირია,რომ ბავშვებს, რომლებიც ცეკვაზე ან სპორტზე დადიან, აემპაკეს ქრონიკული ,ნელი კარგვა აქვთ. რაც ასაკში დაავადებების ბაზისია. ამისთვის, მათ პედიატრისგან სჭირდებათ სპეცდიეტა ანუ კვების შევსება ენერგიის დამცველი ნივთიერებების შემადგენლობით.
გგონიათ იმით იწმინდებით და ცოცხლობთ, ხან რომ რაღაც ნახარშებს სვამთ ან ქიმურ წამლებს იღებთ?რეალობაში სამყაროდან, ადამიანების ხანგრძლივი სიცოცხლისთვის ,ამ სტატიაში აღწერილი და კიდევ მსგავსი ნივთიერებებია ჩადებული ორგანიზმებში. რასაც ძალიან გამოცდილი ექიმების მიერ, პერიოდულად შემოწმება, მართვა და განახლება სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ,ერთი შეხედვით ჯანმრთელი ადამიანიც ვერ იცოცხლებს დიდხანს.ეს უკვე დამტკიცებულია. დაბერების შემჩერებელი და სიცოცხლის გასახანგრძლივებელი ნივთიერებების საძიებლად მილიარდები აქვს ჩადებული თანამედროვე ამერიკულ მედიცინას.
ადრე ვისაუბრე სამ ფერმენტზე .მედიცინა ამტკიცებს ,რომ თუ ისინი დამთავრდება ორგანიზმში, ადამიანი იმ დღეებში კვდება. ერთი მათგანია AMPk. პირდაპირ მისი მიღება დროებითია .გამოცდილმა ექიმმა უნდა დანიშნოს მისი გამააქტივებელი ნივთიერებები და წამლები. ის ანახლებს და აცოცხლებს უჯრედებს, მიტოქონდრიების ჯანმრთელობის გაუმჯობესებით. შემცირებული ეს ფერმენტი ნიშნავს დასუსტებულ იმუნიტეტს და სიმსივნის მომატებულ შანსებს.
ხშირად ვსაუბრობ ფიბრინოგენის მართვაზე, რომლის განხორციელების დროს ექიმი, ყველა უმძიმეს, სასიკვდილო ვითარებას გადაატანინებს პაციენტს და აცოცხლებს. ფიბრინოგენის სწორი მართვის ცოდნა არის, ნებისმიერი მძიმე ან ქრონიკული დაავადების დროს ადამიანის გადამრჩენი და სიცოცხლის მთავარი გარანტი. AMpK ერთ-ერთი მთავარია ფიბრინოგენის მართვის დროს.ის ორგანიზმში თრგუნავს ბიოლოგიურ დესტრუქციებს და აცოცხლებს მკვდარ უჯრედებს .ამისთვის ——ანახლებს მიტოქონდრიებს,წვავს ზედმეტ ცხიმს ;ქმნის ადენოზინტრიფოსფორმჟავას ანუ ატეეფს,რომლითაც ადამიანს ენერგია აქვს.ის გადაარჩენს დაზიანებულ მიტოქონდრიებს.რითაც რეალურად იწყება დაავადების მორჩენა და სიცოცხლის გახანგრძლივება.
რა საკვები ააქტივებს AMPk ს ?კოწახური,ჰესპერიდინი,მწვანე ჩაის კატექინები,რესვერატროლი,კურკუმა, დარიჩინი, ჯანჯაფილი,მწვანე ბარდა, კვერცეტინი. კვერცეტინი არის ხახვში, კენკრაში ,ვაშლში.ჰესპერიდინი არის სისხლის მიმოქცევის გამაძლიერებელი ნივთიერება, რომელიც ბევრ ანტითრომბულ წამლებშია. ის მიიღება გამხმარი ახალი ხილიდან. ჰესპერიდინი არის– ცაცხვში, ლიმონში, ფორთოხალში, გრეიფრუტში,მანდარინში. უფრო მეტად კი ის არის—— ციტრუსების კანში. პერიოდულად, დისკომფორტების დროს ცაცხვის ჩაი ,როგორც მედიკამენტი ისე დალიეთ. ჰესპერიდინის ეფექტია, თან ჭარბ ციტოკინებსაც ბლოკავს. ანუ მუდმივად სმა არ არის საჭირო. სიცოცხლისათვის,ციტოკინები ნორმა უნდა იყოს, არც დაბალი, არც მაღალი.მწვანე ჩაი, მცირე განზავება გააკეთეთ. თუ სისხლძარღვები ძალიან დაზიანებულია, მწვანე მუქი ჩაი წნევას აწევს.
ხილი მაშინ მუშაობს მეტი სიცოცხლისთვის ,თუ ის ახალდაკრეფილია. აგვისტოში დაკრეფილი ხილი მომავალ გაზაფხულზე ან შემოდგომა–ზამთრის ბოლოს მინიმალური ღირსებისაა. ხილის ხანდაზმულობისას მასში ისევე გროვდება აფლატოქსინი, როგორც ვადაგასულ კონსერვში.
ამ ქვეყანაში კვების ჰიგიენა მკაცრად გადასახედია. არ შეიძლება პროდუქტს წლობით ჰქოდეს ვადა.
გაყინულ ხილში ნარჩუნდება სასარგებლო ნივთიერებები ,მაგრამ ძალიან შესუსტებული აქტივობით და სარგებლით. კომფოტის და მურაბის ფენომენი ამიტომ შექმნა კაცობრიობამ. თუმცა, ისინი გარკვეული დროის შემდეგ გამოყენების წინ უნდა წამოდუღდეს. სარდაფის მცნება ბოსტნეულის , მურაბების და ხილის შესანახად წარსულის გადმონაშთია .ის გამოიყენებოდა მაცივრის გამოგონებამდე .თუდაც ერთი დღის ხანდაზმულობა ,ნებისმიერი პროდუქტის კვებით ღირებულებას ძალიან ამცირებს.თითოეული დღით ძველი პროდუქტი მეტი დარტყმაა ღვიძლისთვის .თანამედროვე ინტოქსიკაციები ატიპური ფორმებით მიდიან. თუ ღვიძლს რომელიმე საკვების ხარისხი არ მოეწონება,ეს შეიძლება——- მარტო წნევის ცვალებადობით ან მცირე დაღლილობის გრძნობით ან თავის ტკივილით ან მცირე თავბრუხვევით გამცნოს და ნაწლავური აშლა, მითუმეტეს ღებინება საერთოდ არც იყოს. ჯანსაღი და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის, იქონიეთ მცირე ნაკვეთები და მიირთვით ახალდაკრეფილი უსასუქო ხილი.დღეს უამრავ ფულს ვიხდით ადამიანები, სასუქიან ნიადაგზე მოყვანილ ხილში.
ნობილეტინი
ნობილეტინი ააქტიურებს AMPk-ს. ნობილეტინს ააქტიურებს წინა ნაწილში განხილული სირტუინები. თავისთავად,ნობილეტინიც აცოცხლებს და ამუშავებს სირტუინებს.სიტრუინები სიცოცხლეს ახანგრძლივებენ. სირტუინებს , ნობილეტინს და აემპაკეს, საფუძველში ააქტიურებს ნორმაში მყოფი ლეპტინი და ადიპონექტინი. იხ ჩემი სტატიები—- ლეპტინი, ადიპონექტინი. ესენი ყველა—– დეენემის გადამრჩენები და აღმდგენებია.
მედიცინა იქ არის ძლიერი ,სადაც დაავადებებს —–ადიპონექტინის ,ლეპტინის ,ციტოკინების, ამინომჟავების და გარეუჯრედული მატრიქსის სასიცოცხლო ნივთიერებების ჭრილში განიხილავენ . მათ გარეშე მკურნალობა მჩხიბავობა და ადამიანების მოტყუებაა . ჩამოთვლილების გარეშე აზროვნებას და მკურნალობას მედიცინის მეცნიერებასთან კავშირი არა აქვს.
ნობილეტინი ტელომერების დამცველია. ხშირად განვმარტავ, რომ ტელომერები ქრომოსომების ბოლოებია და მათი დამოკლებისთანავე ადამიანი კვდება .ზომაში შემცირებული ტელომერი არის, მწყობრიდან გამოსული ბევრი მიტოქონდრია და შესაბამისად, ადრე დაბერება ,დაავადებები და სიკვდილის მოახლოება.ძალიან დამოკლებული ტელომერი —-უდრის სიკვდილს. საგანგაშო არაფერია. დიდი ხანია ვახდენთ შესაბამისი ფერმენტებით ტელომერების დაგრძელებას .ნობილეტინი SASP—-ს აბალანსებს და შეაკეთებს .სასპ—–უკიდურესად დაბერებული უჯრედის და მიტოქონდრიის ტიპია. SASP ყველას შეიძლება ჰქონდეს. თუნდაც ბავშვს, რომელსაც რამე პათოლოგია აქვს .ნობილეტინი ძლიერი დამცველია ტვინის. მისი დიდებული, შეუფასებელი ფუნქცია——- ამილოიდების წმენდაა. რითაც აჩერებს ალცჰაიმერს , სკლეროზებს და თრომბით სიკვდილებს. წმენდს აგრესიულ თრომბებს.აქვეითებს თავისუფალ რადიკალებს .ნობილეტინი აცოცხლებს აემპაკეს.ის აძლიერებს რკინას და ხელს უწყობს ანემიების კუპირებას. ის ფლავონოიდია .იხ ჩემი სტატია ფლავონოიდების რამდენიმე ნაწილი.ნობილეტინი ყველაზე მეტი არის ციტრუსის კანში.ერთ ქვეყანაში ადამიანი მილიონერი გახდა ხარისხიანი მანდარინის კანის ბიზნესით.ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი რამის ხარისხი საოცნებო ნატვრისთვალია. ის რაც ყველაზე მეტად მოშლილია ჩვენთან ,ეს არის პროდუქტის და საკვები ნივთიერებების დაცვის და შენახვის პირობები. არასწორად შენახული ხილიდან და სხვა პროდუქტიდან სასარგებლო არაფერი არ მიიღება.მაგალითად, ბოტულიზმი შემდეგ კი არ ჩნდება ქილაში, არამედ მისი ჩხირი არასრულფასოვანად გარეცხილ ხილს და ბოსტნეულს შეყვება.
სახლში სტერილურად დაამზადეთ ხილის ჩირები და დაცულად შეინახეთ. ჩირების ჩაი დალიეთ ხშირად.
ნობილეტინს მედიცინა მეხსიერების თაფლს ეძახის.ის—–კიბოსთან მებრძოლია, ანთებებს აქვეითებს, მეტასტაზების პროფილაქტიკაა, სახსრის ხრტილის გადამრჩენია, ტვინს იცავს, ნეიროტრანსმიტერებს აძლიერებს,ნეირონებს იცავს ატროფიისგან და დეგენერაციისგან, აცილებს ადამიანებს პარკისონს და სხვა ნევროლოგიურ დაავადებებს, საშარდე სისტემას და ფილტვებს იცავს.ის იმ მთავარ ათეულშია ,რომლებიც დაბერებას აჩერებენ.ის არის აუტოფაგიის——-აპოპტოზის დიდი ხელშემწყობი, როცა ორგანიზმიდან გამოდიან მავნე აგენტები, მკვდარი და კიბოს უჯრედები.
ხანგრძლივი სიცოცხლისთვის ციტრუსის კანები, მეტად აქტიურად უნდა გამოიყენოთ. მურაბები, ჩირები და კომფოტები აკეთეთ. ტყემლის მურაბასაც რომ აკეთებდეთ, ყოველთვის—- ლიმნის ან სხვა ციტრუსის კანი, ცოტა მაინც, თან დაურთეთ. ყველაფერი იდეალურად უნდა გაირეცხოს გამოყენებამდე გამდინარე წყლით. ნობილეტინის პირდაპირ და პროფილაქტიკურად გამოყენება შეიძლება დამზიანებელი იყოს და ეს თქვენს ექიმს უნდა მიანდოთ. რომელმაც იცის ,როდის და რა ფორმით ჩასვას ის შესაბამის ადგილზე.
გაგრძელება სიცოცხლის გასახანგრძლივებელ და დაბერების შემჩერებელ ნივთიერებებზე იქნება მომდევნო ნაწილებში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights