აშშ-ს მზის ნაციონალური ობსერვატორიის ასტროფიზიკოსი, მზის ფიზიკოსი, დათო ქურიძე “მთელ კვირაში”
აშშ-ს მზის ნაციონალური ობსერვატორია (NSO – National Solar Observatory) არის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც სპეციალიზებულია მზის ფიზიკურ კვლევებში. NSO მართავს უმნიშვნელოვანეს მიწისზედა ტელესკოპებს, მათ შორის რევოლუციურ Daniel K. Inouye Solar Telescope-ს (DKIST) ჰავაიში, რაც ასტრონომებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ მზის აქტივობა უპრეცედენტო დეტალებით, კორონალური მაგნიტური ველები და მზის ქარი.








