გურიის მოამბე

რას მალავს პოლიცია? – წერილი სოფლიდან

“გურიის მოამბე” იწყებს რუბრიკეს “ილაპარაკე პირდაპირ ეთერში”

ამ რუბრიკის ფარგლებში-ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგვწეროს ის, რაც მას სურს რომ გავრცელდეს….  წერილები დაიბეჭდება სურვილის შემთხვევაში სახელისა და გვარის მითითებით, ანაც იდენტიფიცირების გარეშე:

გამოხატვის თავისუფლება უალტერნატივოა და არცერთ მოქალაქეს, თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურებს, არა აქვს უფლება ის შეზღუდოს!!!

 

ზემო ნატანების ერთ უბანში რამდენიმე დაკეტილი საცხოვრებელი სახლი და მაცხოვრებლების დამხმარე სათავსოა გატანილი: ძირითადად ალუმინისა და სპილენძის ნაკეთობები, სადენები, ელექტროხელსაწყოები, მინის 20 ლიტრიანები, ქვაბები ( “ჩახანები”), წყლის “მოტორები” და ა.შ.

წინასწარი დაკავების შედეგად დადასტურდა ერთი პირის ანაბეჭდები (სოფელ ოზურგეთის მაცხოვრებლის- რომელსაც ახლობლები ყავს ამ სოფელში, დაბანაკებული იყო დაკეტილ სახლებში და ახლო/ მახლო შუაღამეზე ძარცვავდა ოჯახებს. ერთია დადებითი, რომ მაცხოვრებელზე ძალადობას ერიდებოდაო), რომელიც ნაქურდალს აბარებდა ქობულეთსა და ბათუმში…

სხვა ეჭვმიტანილები ამ ეტაპზე გაათავისუფლესო…

შსს პრესსამსახურს ჯერ შესაბამისი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სოფელში ღამით პატრულირებს პოლიცია. მოსახლეობის ნაწილი თავს არიდებს დანაკარგზე განცხადების დაფიქსირებას… აშკარაა არაა ერთი კაცის ნამოქმედარი, თუმცა ერთმა აიღოო თავზე, არადა საქმის მიმცემები და თანამონაწილეები

(მინიმუმ ტრანსპორტის მფლობელი, რითაც გადაჰქონდათ) სანამ გარეთაა ალბათ გაგრძელდება ეს დანაშაულობები, რატომ მალავენ გაუგებარია?!

ზემო ნატანები – “გურიის მოამბეს” მკითხველი;

ნებისმიერ მკითხველს შეგიძლიათ მოგვწეროთ, ცვენ გავაშუქებთ ტქვენთან არსებულ პრობლემებს;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights