ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად.
მანამდე ის გენპროკურატურის იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც აგროვებდა და ადოკუმენტირებდა ფაქტებს რუსების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებებზე.
ახალ თანამდებობაზე ზურაბი დაკავდება უკრაინაში დანაშაულების ჩამდენთა დაკავებაზე და უცხოეთიდან ექსტრადირებაზე, ასევე – უცხოეთში დანაშაულის ჩამდენთა უკრაინის ტერიტორიაზე ძებნაზე.
ამის გარდა, ჩემი მრავალწლიანი თანამებრძოლი და უმაგრესი ადამიანი, გოგა ცხაკაია დაინიშნა ჩემი მეგობრის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მრჩევლად.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა უკრაინას აქვს წარმატებები ფრონტზე.
ასევე წარმატებულად აგრძელებს მუშაობას უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი სემენ კრივონოსი, რომელიც 5 წელი იყო ჩემი გუნდის წევრი კიევში და ოდესაში.
მოკლედ, მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში
აქვეყნებს, პატიმრობაში მყოფი, მესამე პრეზიდენტის სიტყვებს, მისივე ფეისბუკ გვერდი;








