სახელმწიფო აუდიტის დასკვნით ირკვევა რომ თალაკვაძისა და ღურჯუმeლიძის „კანტორა“ სისტემატიურად იპარავდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით შეძენილ ბენზინს:
ამავე დასკვნიდან ცხადი ხდება, რომ ღურჯუმელიძე და თალაკვაძე, ხშირად – ბენზინის მოსაპარად იყენებდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გარეთ არსებულ ბენზინ გასამართ სადგურებს:
„ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე 481 შემთხვევაში 13.4 ათასი ლიტრი საწვავი ჩასხმულია მივლინების ან/და სხვა სახის დასაბუთების გარეშე;“ წერია აუდიტის დასკვნაში:
დღეიდან; „გურიის მოამბე“ იწყებს, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის დეტალების გამოქვეყნებას:
ეპიზოდი პირველი:
2022-2024 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა ბალანსზე არსებულ 18 მუნიციპალურ ავტომანქანას.
მუნიციპალიტეტი ასევე სარგებლობდა საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებული ავტომობილებით: 2022 წელს − 86, 2023 წელს − 51, ხოლო 2024 წელს − 54 ავტომობილით. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში მუნიციპალიტეტმა დახარჯა 654.5 ათასი ლარის ღირებულების 227.1 ათასი ლიტრი საწვავი, მათ შორის კერძო მანქანებში 135.8 ათასი ლიტრი საწვავი.
აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილების საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის, აგაი სისტემის მონაცემები. გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტსსათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებასადა რაციონალურ ხარჯვაზე, კერძოდ:
· ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ან დროის მცირე მონაკვეთში ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, 2022-2024 წლებში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებაზე ერთჯერადად ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 17 შემთხვევა ხოლო დროის მცირე მონაკვეთში ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის შემთხვევები;
· ოზურგეთის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე 481 შემთხვევაში 13.4 ათასი ლიტრი საწვავი ჩასხმულია მივლინების ან/და სხვა სახის დასაბუთების გარეშე;
დასკვნა
მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე. მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. შედეგად, საწვავი გამოყენებულია არაავტორიზებულ ავტომანქანებზე, ასევე კონკრეტული მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოშობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს.
რეკომენდაცია
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავისა და მოვლა-შენახვის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები. საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები. სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.
სახელმწიფო აუდიტი:








