
საბჭოთა არმიის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურის, გენერალ იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით, ქართველების ხოცვა-ჟლეტვა განახორციელა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და შინაგანი ჯარების ქვედანაყოფებმა, მათ შორის:

ძერჟინსკის მოტომსროლელი დივიზიის მე-4 მოტომსროლელი პოლკი
(650 ადამიანი).

კიროვობადის 345-ე საჰაერო-სადესანტო პოლკი
(440 ადამიანი).

პერმისა და ვორონეჟის საპოლიციო სპეცდანიშნულების ძალები, (ОМОН-ი, 160 ადამიანი).

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორკოვის უმაღლესი სკოლის კურსანტები
(450 ადამიანი).

მე-8 მოტომსროლელი პოლკი
(650 ადამიანი).
ხოცვა-ჟლეტვაში ასევე გამოყენებულ იქნა, 6 ერთეული BTR-70-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი და 8 ერთეული BMD-ს ტიპის მედესანტეთა საბრძოლო მანქანა.

ქართული საპოლიციო ძალები, რომლებიც საწყისი გეგმის თანახმად, ძალადობის თავიდან ასარიდებლად რუსულ ძალებსა და მომიტინგეებს შორის უნდა ჩამდგარიყვნენ, როდიონოვმა საერთოდ არ გამოიყენა და დაგეშილი, ლამის კბილებამდე იარაღში ჩამჯდარი რუსები ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების დასახოცად მირეკა.

აზა ადამია, 22 წლის;

ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის — 9 აპრილს, მომწამვლელი გაზითა და ჭრილობებით ტრამვირებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ასფიქსიით გარდაიცვალა 17 აპრილს;

ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის

ნატო გიორგაძე, 23 წლის;

თამუნა დოლიძე, 28 წლის;

თინა ენუქიძე, 70 წლის;

ნინო თოიძე, 22 წლის;

ზაირა კიკვიძე, 61 წლის;

მანანა ლოლაძე, 34 წლის

თამარ მამულაშვილი, 50 წლის;

მანანა მელქაძე, 26 წლის

ვენერა მეტრეველი, 45 წლის — 9 აპრილს მომწამვლელი გაზით ტრამვირებული გადაიყვენეს საავადმყოფოში, სადაც ასფიქსიით გარდაიცვალა.

მამუკა ნოზაძე, 21 წლის

ნანა სამარგულიანი, 41 წლის;

გია ქარსელაძე, 25 წლის — 10 აპრილს, კომენდანტის საათის გამოცხადებიდან 2 საათში სასიკვდილოდ დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით. გარდაიცვალა საავადმყოფოში 11 აპრილს;

შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის;

მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის;

ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის;

თამარ ჭოველიძე, 16 წლის;

ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის;

მზია ჯინჭარაძე, 43 წლის.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: