რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც მუდამ პარანოიდულად არის განწყობილი მტრების მიმართ, შესაძლოა ამ გაზაფხულზე თავი კუთხეში მიმწყვდეულად იგრძნოს. მისი არმია უკრაინაში უძრავადაა, უზარმაზარი დანაკარგები განიცადა და როგორც ჩანს, ის უძლურია დაეხმაროს ირანს, რომელიც მისი ერთ-ერთი მოკავშირეა. ხოლო მის საუკეთესო მეგობარს ევროპაში, უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს, ახლახან ზურგი აქციეს | ნათქვამია სტატიაში, რომელსაც The Washington Post ავრცელებს.ერთ-ერთი ყველაზე მიუტევებელი რამ, რაც ტრამპმა შეიძლება საგარეო პოლიტიკაში ჩაიდინოს, იქნებოდა ნატოელი მოკავშირეების მიტოვება ევროპაში იმ მომენტში, როდესაც ისინი მოსკოვის მხრიდან მზარდი და აშკარა მუქარის წინაშე დგანან….
ევროპას ღამით განგაშის ხმა ესმის. ტრამპი ისეა დაკავებული ნატო-ს მიმართ თავისი პრეტენზიების სიით, რომ თითქოს არ ესმის, რა შეიძლება აღმოჩნდეს მისი პრეზიდენტობის უდიდესი კრიზისი. თუ ოდესმე ისტორიკოსები იკითხავენ: „ვინ დაკარგა ევროპა?“, რას იტყვიან პასუხად ტრამპის უმოქმედო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები?“ | ნათქვამია სტატიაში.
ამ ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს








