გურიის მოამბე

ვინ არის ბიზნესმენი ჩხაიძე, რომელმაც მიუხედავად არაერთი დაპირებისა ოზურგეთის ცენტრი სანაგვე ბუდედ აქცია

• სასტუმრო “გურიას” რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაში შედის.\

ამ ინფორმაციას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018 წლის 14 აპრილს ავრცელებს.

ესეიგი სასტუმროს სრული რეაბლიტაცია 2018 წელს უნდა დასრულებულიყო… სინამდვილეში რა ხდება? მიუხედავად არაერთი დაპირებისა სასტუმრო “გურია” დღესაც სავალალო მდგომარეობაშია.

ვინ არის ბიზნესმენი ჩხაიძე, რომელმაც მიუხედავად არაერთი დაპირებისა, არათუ დაასრულა სასტუმროს რეაბილიტაცია ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, არამედ – საერთოდ შეწყვიტა სამუშაო პროცესი.

ზურაბ ჩხაიძე, “ასკანელი ძმების” ერთ ერთი წარმომადგენელია, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი, ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში, მან, სახელმწიფო პროგრამებიდან მიღებული დაფინანსებით, კახეთსა და გურიაში არაერთი პროექტი განახორციელა.

თუმცა, სასტუმრო “გურიასთან” მიმართებაში, 14 წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება დღემდე ვერ მოხერხდა.

ვნახოთ ინფორმაცია, რომელიც ოზურგეთის მერიამ 2018 წლის 14 აპრილს გაავრცელა.

14 აპრილი, 2018

სამუშაო პროცესს დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე სასტუმროს მფლობელთან, კომპანია “გურია პალასის” ხელმძღვანელთან, ბიზნესმენ ზურაბ ჩხაიძესთან და მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სასტუმრო „გურია პალასი“ – (ყოფილი სასტუმრო „გურიას“ შენობა) თავისი კონფიგურაციით რთულია და რელიეფიდან გამომდინარე სართულიანობა სხვადასხვაა. რეკონსტრუქცია გულისხმობს ნაწილობრივ პროფილის შენარჩუნებას და სხვადასხვა ფუნქციური სივრცეების დამატებას.
სასტუმროში სულ 47 ნომერი იქნება, (აქედან 3 ლუქსი) რომლის მეორე სართულზე კვების ბლოკი და დამხმარე სათავსოები განთავსდება.
მესამე სართულზე გარდა ნომრებისა, საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა.
სასტუმრო სულ 2 204 კვ.მ.- ს იკავებს.
შიდა ეზოში დამატებით განთავსდება კიბის უჯრედი პანორამული ლიფტით, რომლის საშუალებით მოვხვდებით მე-2 სართულის საოფისე ფართებში და მე-4 სართულზე განთავსებულ კაფე-ბარში.
მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.

ერთადერთი მერი, ვინც ჩხაიძეს შეუსრულებელი პირობების გამო სასტუმრო “გურიას” ყიდვის ხელშეკრლების გაუქმება მოუნდომა, ბეგი სიორიძე იყო, თუმცა მან – ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დავა წააგო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გაფრთხილებები, შპს “გურია პალასს” (ჩხაიძის კომპანია-რომელიც ფლობს სასტუმრო :გურიას”) არასწორ მისამართზე გაუგზავნა.

 

არადა გვპირდებოდნენ ასეთს!!!

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights