ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სასამართლომ მთლიანად გადადგა ნაბიჯი ღიაობისკენ – ლადო კახაძე

„ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვიქნები, კანონმდებელი, ნებისმიერი ადამიანი, არასამთავრობო, თუ საერთაშორისო პარტნიორი, თუ რაღაცა წუნს მოძებნი სადმე, როდესაც პარტნიორები ვართ ეს უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ლადო კახაძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლომ მთლიანად გადადგა ნაბიჯი ღიაობისკენ.

„დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, რასაც ვაკვირდებით ბოლო 32 წლის მანძილზე გარედან შეფასებები, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები და მოსახლეობის, ესენი არნახულად განსხვავებული არის წინა პერიოდის სასამართლოსთან და დღევანდელ სასამართლოსთან დამოკიდებულებით. თუ ჩვენ ავიღებთ შიდა დამოკიდებულებას მოსახლის ის, რაც იყო იმასთან ჯერადად გაზრდილია სასამართლოს ნდობა, ვამბობ იმ ციფრებს, რომელსაც გვაწვდის საერთაშორისო  დამკვირვებელი, რომელიც ამას განსაკუთრებულ პრიზმაში უყურებს. შიგნით ნდობის ფაქტორის ამაღლებამ გამოიწვია, რომ  სტრასბურგის სასამართლოში ნაკლებად მიდის გზავნილი საქართველოდან. გარდა იმისა, რომ შიდა ნდობის ფაქტორი და შიდა ურთიერთობები გაიმართა წელში,  გარედან ჩვენ მაინც გვაინტერესებს პარტნიორების შეხედულება, რომლებიც ობიექტურად აფასებენ და ჩვენი კეთილის მსურველები არიან. სასამართლო იმკვიდრებს დამოუკიდებელი შტოს ფუნქციას. ჩარევის ხარისხი ნულამდე უნდა დავიყვანოთ. როდესაც პოლიტიკურ ველში გადადის სასამართლოს შეფასება, ძნელია ცალსახად შეაფასო და თქვა კარგია, ცუდია. პოლიტიკოსები ერთმანეთს ბევრ რამეში არ ვეთანხმებით.

ქვეყნის ღირსების საკითხია, ეს სამი შტო [კანონმდებელი, აღმასრულებელი, სასამართლო] ძალიან იყვნენ ერთმანეთისგან გამიჯნული, თავის ვალდებულებებში წელგამართული, მაგრამ  გამიჯნული. კიდევ ერთი, ხელისუფლება გვაქვს ჩვენ, რომელსაც დიდი პატივისცემით მოპყრობა უნდა, ეს არის მასმედია. ეს არის ისეთი ხელისუფალი, რომელიც ყველა ამ ურთიერთობებში ნათელ და მუქ ფერებს არჩევს და მამას კარგად აფასებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვიქნები, კანონმდებელი, ნებისმიერი ადამიანი, არასამთავრობო, თუ საერთაშორისო პარტნიორი იქნება, თუ რაღაცა წუნს მოძებნი სადმე, როდესაც პარტნიორები ვართ ეს უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სასამართლომ მთლიანად გადადგა ნაბიჯი  ღიაობისკენ.

ყოველი კეთილის მსურველის გამიზნული ზრახვაც კი, საჯაროდ გაჟღერებული არგუმენტის გარეშე, ჩემ ყურს მოხვდა ღია ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ არის კორუფცია. ღია ინფორმაციაზე იმდენი ოპონენტი იტყვის რამდენსაც მოესურვება, ეს თუ არგუმენტირებული და დასაბუთებული არ არის ცუდად ხვდება ყურს. კაცს ოპერაციაზე ხომ არ გაუშვებ თუ დიაგნოზი არ დაუსვი, არა უნდა უთხრა რას სჭირს, რა პრობლემაა და დასაბუთების მერე უნდა გაუშვა, ასეა ცხოვრება.

ყველაზე ცუდი, რაც დაემართა თანამედროვე ცივილიზაციას [ვგულისხმობ საქართველოს] არის ადვილად მეცხრე მცნების დარღვევა. ცილი არსწამოო ხომ ამბობს მეცხრე მცნება, ისე ადვილად გაიმეტებენ ადამიანს შეურაცხყოფისთვის, ცილისწამებისთვის, მერე იმას ეუბნებიან შენ იმართლე თავიო. როდესაც ადამიანს რაიმე წუნს მოუძებნი, მისი არგუმენტი უნდა დადო და მაშინ იქნება, ლამაზი, მშვენიერი ბჭობა, განსჯა, როგორ გამოვაკეთილშობილოთ, თუ  რამე არ მოგვწონს.

ვფიქრობ, ის განმარტება პრემიერმა და ისიც, კი რომ სასამართლო კორპუსმა მოითხოვა შეხვედრა პრემიერთან, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკის აღსრულებაზე, კანონმდებელი აწესებს თამაშის წესებს და ამას მერე აღასრულებს აღმასრულებელი და ამას მერე თვალს ადევნებს ხელისუფალი, სადმე რაიმე ხომ არ ირღვევა. ეს ყველაფერი გულსატკენი იყო ჩვენთვის. როგორ მოგეწონებათ, ვიღაცამ თქვას ჟურნალისტებს არ ენდოთ, ფეიკებს ავრცელებენო. მიდის ტოტალურად უნდობლობის დათესვა, მარტო ჩვენთან არა. ყველაფრის თავი და თავი არის უნდობლობა, უნდობლობა იზრდება სიტყვით, პოლიტიკურად ანგაჟირებული სიტყვით. ეს ყველგან ხდება, მაგრამ ეს არის მოსახდელი დაავადება.

მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა ყველა ჩვენ  პარტნიორს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კეთილსინდისიერებისა და კეთილგონიერების ნაზავი. ანგაჟირებული სიტყვა, შეიძლება მავნე აღმოჩნდეს პროცესის მართვისათვის. სასამართლო ხელისუფალი უზენაეს ხელისუფლად უნდა მივიჩნიოთ“, – აცხადებს უმრავლესობის წევრი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share