ძველ გურიაში ტრადიციული საოჯახო სამართალი არეგულირებდა თითმის ყველა სახის ურთიერთობებს, მათ შორის ალბად ყველაზე საინტერესოა შვილად აყვანის წესები, ტრადდიცია გასხვავებულად აწესრიგებდა არულწლოვანის და არასრულწლოვანის შვილად აყვანის წესებს. სრულწლოვანის შვილად აყვანის წესი აღწერილი აქვს დუნკელ ველინგს, რასთანაც დაკავშირებით უკვე დავწერე, ამაჟამად გთავაზობთ ნუგზარ ანთელავას მიერ სოფელ მთისპირში ოლღა ინწკირველისაგან ჩაწერილ ბავშის შვილების წესს.
.
„გურიაში შვილის აყვანის დღეს მოიწვევდნენ ახლო ნათესავებს, აგრეთვე ბებია ქალს, მომავ- ალი დედა ლოგინად წვებოდა, ბებია ქალი კი აიღებდა დედის პერანგს, რომელსაც ერთი ბოლოთი მიკერებული ჰქონდა დაახლოებით 1 მ. სიგრძის ლენტი,რომლის მეორე ბოლოს ჩვილს შემოაკრავდა წელზე და ჭიპთან გამოუნასკვავდა;
.
შემდეგ მთლიანად პერანგში შეახვევდა და მწოლიარეს მიუწვენდა. ასე დააძინებდნენ ბავშვს. თუ იგი მალე და მშვიდად დაიძინებდა, იტყოდნენ – „მოსიყვარულე და დამჯერი ბაღანა იქნებაო“. მერე ბებია ქალი ან ოთახში მყოფი ვინმე მანდილოსთაგანი გარეთ გავიდოდა და მომავალ მამასა და სტუმრებს ამცნობდა – „ბაღანამ დეიძინა“. როგორც კი გაიღვიძებდა და ატირდებოდა ჩვილი, მამასა და ოჯახის სსვა წევრებს მიულოცავდნენ შვილის შეძენას…
.
გამოღვიძებისთანავე ჩვილს პერანგიდან გამოაწიაღებდა ბებია ქალი და ლენტს ჭიპთან შეაჭრიდა. ლენტი ერთ წლამდე უნდა ეტარებინა ბავშვს, ამიტომ წელზე ისე უნდა ჰქონოდა შემოკრულივ, რომ არ შეწუხებულიყო. ამის გამო, როცა უკვე გაზრდილის დაცინვა ან გამოჯავრება უნდოდათ, ეტყოდნენ „წაი, შე ზონრიანოო“.
.
პერანგს, რომელშიც ბავშვი იყო გახვეული, მიკერებულ და გადაჭრილ ლენტთან ერთად ინახავდნენ, როდესაც ამ წესით აყვანილი დედის სიცოცხლეშივე გარდაიცვლებოდა, საფლავში, ლენტთან ერთად პერანგს ატანდნენ: „მისიანებში არ გადევიდესო“. „თუ ბაღანას ამფრად ეიყვანდი – გვითხრა ინფორმატორმა, რომელიც არაერთხელ ყოფილა მოწმე ამ ჩვეულებისა, – ღვიძლი შვილივით იქნებოდაო“.“
.
ნუგზარ ანთელავა “ტრადიციული საქორწინო წეს-ჩვეულებანი სამეგრელოში”. მთხრობელი – ოლღა ინწკირველი, 75 წლის, სოფ. მთისპირი (მახარაძის რ-ნი) 1978 წ.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა