გურიის მოამბე

გულიკო ლომჯარია – რუსეთისაგან თავდახსნილ კიდევ ერთ მეზობელს მივესალმოთ

……არ ვიცი,ღირს თუ არა-ამის დაწერა,რადგან არავის მინდა ვაწყენინო….უნებლიეთ !
გუშინ ფბ-ზე ,პატარა ” პოსტი დავდე”–სომხეთში მიმდინარე ამბები მახარებს- მეთქი, ნამდვილად მახარებს და იმიტომ, რომ: კიდევ ერთმა ქვეყანამ გაარღვია რუსული ხლართები და სიკეთის გზას დაადგა, თანაც ეს ქვეყანა, ჩემი კარის მეზობელია, უახლოესი, უძველესი მეზობელი,ზოგჯერ– “ჭირვეული”‘, მაგრამ ჭირისა და ლხინის ზიარი , ჰაოსიდან და ქართლოსიდან რომ ვითვლით წელთაღრიცხვას…..ჰოდა, მეზობლთან ზეიმია და მეც მიხარია…..ისე, რომ არც მიხაროდეს, უნდა გავიზიარო,რადგან მეზობლობისა და თანაარსებობის ეტიკეტი ითხოვს ამას! ამიტომ, მხარდაჭერასა და ემპათიას ნამდვილად ველოდი, მაგრამ…..ეს, რამდენი პრეტენზია გვქონია სომხეთის მიმართ: მავანს, არ უყვარს სომხეთი და არც მისი წარმატება უხარია…მეორეს ის აწუხებს-ქართველები ყველაფერს რომ ვალამაზებთ და სომხების შესახებ ისტორიის ,,მნიშვნელოვანი მომენტები” არ გვახსოვს…მესამე- ფაშინიანს იცოდებს- ნახოს რაც დაემართოსო….მეოთხე– ერევნის ამბებს კეკლუცობას უწოდებს და რა ქნას–არ მიყვარს– კეკლუცობაო……
მეგობრებო, ძვირფასებო, კარგებო, ჩემი მოკრძალებული პოსტის მიზანი ,თქვენი სუბიექტური შეხედულებების გარკვევა არ ყოფილა, მით უფრო– პოლიტიკური გემოვნებებისა, მე თანადგომა გამოვხატე იმ მეზობლისადმი, რომლის გვერდითაც საუკუნეები გავლიეთ და კვლავაც ერთად უნდა ვიაროთ, რომელთა წარმომადგენლების სოლიდური ნაწილი, ჩვენი ღირსეული თანამოქალაქეები არიან და დიდი წვლილიც აქვთ ჩვენს წარმატებებში…..თანაარსებობა და მეზობლობა კიდევ, დიდი ნიჭია, იმაზე დიდი , ვიდრე ჩვენი სუბიექტური ჩივილე იმბი და შფოთები, იმაზე დიდი–ვიდრე ანგარიშსწორება ან სხვათა ქილიკი, ამიტომ, ცოტა ხნით მაინც გადავდოთ გვერდზე ჩვენი ფილოსოფია, შეთქმულებების, დიფ- სტეითის, მეზობლებთან ანგარიშსწორებისა თუ მათი უპერსპექტივო მომავლის თეორიები, ნუ ვეძებთ შავ კატას იქ,სადაც ის, ნამდვილად არ არის , მას უკვე დაუბლაგვდა კლანჭები და რუსეთისაგან თავდახსნილ კიდევ ერთ მეზობელს მივესალმოთ:თქვენი წყალი გადაგვსხმოდეს……
წერს, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, გულიკო ლომჯარია, სოციალურ ქსელში;
გთავაზობთ მის პოსტს, ერევანში გამართულ, ევროკავშირის სამმიტთან დაკავშირებით:

“რა კარგია, როცა,კარგი ამბები, შენთან თუ არა, სამეზობლოში მაინც ხდება, არაფერი სჯობია კარგად მყოფ მეზობელს, იგი შორეულ ნათესავზე ახლობელიაო და, მიხარია– სომხეთის სიხარული….დაინგრა, ისტორიის ბედისწერით შექმნილი– თურქეთ– სომხეთის მტრობა, გაცვდა ის რუსული საცეცები, ყელში რომ უჭერდა ქვეყანას და, იზოლირებულმა და თითქმის ჩაკეტილმა სომხეთმა, უკეთესი ცხოვრებისთვის ფართოდ გააღო კარები …..ახალი რა უნდა ვთქვა: ვულოცავ სომეხ ხალხს, მის არაჩვეულებრივ ლიდერს, სამთავრობო, საჯარო წარმომადგენლებს, ერს, ბერს, ყველა იმათ, ვინ ახალი სომხეთისთვის სიტყვა და საქმე არ დაიშურა……ერის, ბერის და ხელისუფლების იმ ერთობას გაუმარჯოს, საკუთარი ქვეყნის გამარჯვებას რომ ემსახურება ! ! !💥💥💥💥💥

შეიძლება, პათეტიკა მომერია, მაგრამ სომხეთის სიხარული ნამდვილად მახარებს და, ხვალინდელი დღეც მეიმედება….”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights