
ვაჭრობაში დასაქმებული გურული მისი მექალთანეობის ამბებს მიყვება – ერთი კაი გოგო გამევიჭირე, იქნებოდა ასე ორმოცდათუთხმეტ კილოიანი

ბაღანამ ვერაფრით, რომ ვერ მიხვდა როგორ ჩაჯდა ზაპაროჟეცში ძალიან მსუქანი კაცი, ბოლოს კითხა:
– ბიძია ამ მანქანას რომ აწყობდნენ მაშინ შით იჯექი?

ძველი ისტორიებიდან – ,,მდიდარი,, პაციენტი, რომელსაც ერთადერთი ,,ამოსაღები,, კბილის გარდა სხვა ყველა კბილი ოქროსი ჰქონდა გურულ სტომატოლოგს ეკითხება:
– ამას რომ ამომიღებ მის ადგილზე რის ჩადგმას მირჩევო?
– მაქანე ძამა სიგნალიზაცია დეიყენე, ძილში ვინმემ მაი ყბაი თავიანა არ მოგაძროსო

ძველი ,,პაზიკი,, რახარუხით მიდიოდა ასკანისკენ, ავტობუსში ერთ მხცოვან ქალბატონს ძაან ხმამაღლა ეძინა, ისე ხმამაღლა, რომ მორახრახე პაზიკის ხმაც გადაფარა და მგზავრებიც შეაწუხა. ატყდა ერთი ამბავი გავაღვიძოთ, გავაღვიძოთო, მაგრამ ეტყობა ავტორიტეტული ქალბატონი იყო და ყველას ერიდებოდა მისი გაღვიძება, ამ დროს იქვე ფეხზე მდგომმა ერთმა ზორბა კაცმა გვარიანად შეანჯღრია მძინარე ქალბატონი გააღვიძა და ეუბნება – ქსენია აგენი გაღვიძებდნენ და მე არ დავანებე! ხომ ვქენი კაი!?

ყველა მთავრობაში ნამყოფი კაცის სიტყვით გამოსვლამ ერთი ქალის გამონათქვამი გამახსენა – კაი ქმარის ძებნაში ქე გავბოზდიო!









