გურიის მოამბე

კახა ჩავლეშვილის შეგროვებული – გურიაში მოსმენილი – ძველი ისტორიები

რამდენიმე წლის წინ ერთი კაცი მოვიდა საკონსულტაციოდ, ძალიან აღშფოთებული იყო, სოფლის გამგებელს უთქვამს – მაი საღორე უნებართვო მშენებლობააო და სანამ ააშენებდი “ტრიდე” პროექციაში პროექტი უნდა შეგეტანა მერიაშიო, მშენებლობის ნებართვას რომ მოგცემდნენ ე! მერე უნდა აგეშენებიაო! ახლა მოვლენ დაგაჯარიმებენ და დაგინგრევენო!!
.
ცოტა რომ დავამშვიდე ხუმრობის ხასიათზეც მოვიდა და მეუბნება – ჩემი ღორები იმფერი შეშინებულია საღორის კარები შიგნიდან აქვენ ჩაკეტილიო.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
ძველი ისტორიებიდან: ერთი კაცი ამბავს მოყვება – სადაა ბალახი?! არაა არსად! ამასწინად საბალახოდან დაბრუნებულ ძროხას იმდენი ჰქონდა ნაბოდიალები და იმფერი დაღლილი იყო, რომ როგორც კი ვედრო დუუდგი მოსაწველად, იმწუთას ზედ ჩამოჯდა.
შეიძლება იყოს ნახატი
გურიაში აგიტატორი შეკრებილ ხალხს სთხოვს ჩააბარონ საბჭოთა სამშობლოს – სიმინდი, ღომი, ხორცი, ,,ოტკა,,, ღვინო და ა.შ. მოკლედ ყველაფერი რაც კი რამ სასმელ-საჭმელი გააჩნიათ.
.
ამ ამბით შეწუხებულ ერთ კაცს უკითხავს:
– ხორცი მოხარშული, რომ ჩაგაბაროთ თუ შეიძლებაო?
– მოხარშული?! გაკვირვებია მეორეს
– შე აბდალა ყოლიფერს გვართუმენ და ხორცის ნახარშას მაინც დავალევიებ ბაღნებსო.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
“აფხაზეთის მეფე ჰამუდბეი შარაშიძე დიდი ულვაშების პატრონს ახთიებდა ერ უღელ ხარს. მოქვის საზოგადოების წევრს ქობლუხი ჯანჯულიას დიდი ულვაშები ქონდა. მეზობელმა დაასმინა მეფესან: დიდი ულვაშები აქო. მეფემ გააგზანა ვაზირები: გინდ მეიხუჭე, გინდ ერთი უღელი ხარები გადიხადეო. ქობლუხიმ ულვაშები არ მეიხუჭა და უღლათ ხარები გადიხადა. ასეთი წესდება ქონდა აფხაზეთის მეფეს.”
მთქმელი მოსე იმნაიშვილი, სოფელი შუხუთი, ჩაწერილია გრიგოლ იმნაიშვილის მიერ 1961 წელს;corpora.ge
ფოტო – მიხეილ შარვაშიძე (ჩაჩბა) იგივე ჰამუთ-ბეი (1806-1866 აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი);
ტაო პრივატ ბანკის ე.წ. “მარწყვი ბარათის” აღება ადვილი იყო, თავიდან მოშორება კი ძალიან ძნელი. გადაიხდიდი ვალს დაწერდი აღარ მინდა თქვენი სესხიო, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ისევ მოდიოდა გადასახადი. საქმის გასარკვევად რომ მივარდებოდი გეტყოდნენ რა ვქნათ ბატონო ერთი თეთრი დაგრჩენიათ ბარათზე და ვერ დაიხურაო. ამ ერთი თეთრის საკითხის გარკვევა რატომღაც ოზურგეთში არ შეიძლებოდა და ამისათვის რამდენჯერმე თბილისში ან ბათუმში უნდა ჩასულიყავი. ჰოო და ამფერი ამბავია და ხალხით სავსე ოზურგეთის ტაო ბანკის ოფისში ფულის გადახდისა და ბარათის დახურვის შესახებ განცხადების ჩაბარების შემდეგ ასაკოვანი კაცი პირდაპირ დარბაზის შუგულში გაჩერდა და ხმაღლა დაიძახა:
– ხალხო ოთხი ცოლიდან დევიხსენი თავი და აი მარწყვი ბარათი რა ყოფილა ამფერი ძვლივს მევიშორეო
მერე სახლიდან წამოღებული მაკრატელით პლასტიკური ბარათი იქვე დემონსტრაციულა დაჭრა და ბედნიერი სახით ხმამაღლა თქვა – აი კი მევიშორე და აქანე კიდო მომსლელის დედაცო …..
ამის შემყურე ბანკის თანაშმრომელმა აუღელვებლად თავისთვის ჩაილაპარაკა:
– გეგონოს მეიშორე
ამ ისტორიის გაგრძელება აღარ ვიცი მარა თუმცა დარწმუნებული ვარ ის კაცი კიდევ ბევრჯერ გაიხსენებდა მისი ოთხი ცოლის და მარწყვი ბარათის ამბავს
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება
– შე თავგასიებულო მერცხალს ერიცახა ტვინი აქ და იი ანკლოვს აფრიკიდან გოგიეთს.
უსაყვედურა გურულმა დაბნეულ ტაქსისტს
შეიძლება იყოს ნახატი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights