გურიის მოამბე

კახა ჩავლეშვილის შეგროვებული გურული იუმორი “ჯერ აგენი გვიტირებს დედას იგენის გულითვის და მერე იგენი აგენის გულისთვისო”

კახა ჩავლეშვილის facebook გვერდიდან
ძველი ისტორიებიდან – ჭადრების ბაღში ტელეფონით ვიღაც ხმამაღლა საუბრობს
– რა შობი ბიჯო დღესაც კტები თუ მიბრუნებ ფულს?
მერე გათიშა ტელეფონი და გვერდზე მყოფს ეუბნება:
– კტება
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: ერთი ან მეტი ადამიანი და ხე
ძველი ისტორიებიდან – კაცი ოზურგეთის ბაზარში კარგ ძროხას ყიდდა, დასევია მუშტარი, მაგრამ ძალიან ძვირს აფასებდა და ვერ გაყიდა, სახლში მისული ცოლს უყვება:
– გაჭირვებულს მთელი დღეი იმდენმა გადუუწია-გადმუუწია ტუჩები კბილების სანახავად, რომე მისკენ წასულს რავარც კი ვინმეს დეინახავდა თვითონ კრიჭავდა კბილებსო
შეიძლება მხატვრული ნაწარმოებია
ძველი ისტორიებიდან – შევარდნაძის “ეპოქის” მიწურულს, სუფრასთან მყოფმა ორმა გურულმა შემდეგი დასკვნა გააკეთა: – ჯერ აგენი გვიტირებს დედას იგენის გულითვის და მერე იგენი აგენის გულისთვისო
შეიძლება ილუსტრაციაა
ძველი ისტორიებიდან – ახალად დანიშნულმა ქარხნის დირექტორმა დარაჯის მუშაობის შესამოწმებლად შუა ღამით ქარხანაში შეიპარა და ნახა, რომ დარაჯს “სკამეიკაზე” ეძინა, შეაღვიძა და ეკითხება:
– რაა ეს?! როგორ გძინავს აქო?!
– ასე გაჭირვებით უფროსო, არც ლეიბი და საბანი მომცეს და არც ბალიშიო.
შეიძლება ილუსტრაციაა
მთვრალი კაცი საფლავზე სარეველებს თხრიდა, ეტყობა გაუჭირდა და ერთ მომენტში თან “წიწავს” სარეველას და თან ხმამაღლა ამბობს:
– კაი რა ბაბუა, გუუშვი ძირზე ხელი!
ასე ეხუმრებოდა აუკვე ასაკში შესული, მისი დიდი ხსნის გარდაცვლილ ბაბუას
შეიძლება ილუსტრაციაა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights