ძველი ისტორიებიდან – არ ვიცი რატომ და ამ პოლიტიკის შემხედვარე დღეს მთელი დღეა ერთი ოზურგეთული ისტორია „მიტრიალებს თავში“, აი ისეთი იუმორნარევი ტრაგიზმით გადმოცემული, როგორც გურულებს ჩვევიათ: მოკლედ კაცს იმპოტენტი სიძე შეხვდა და გათხოვებული ქალიშვილი სახლში დაუბრუნდა, ზის ამ ამბისგან დამწუხრებული და მთვრალი მეორე სიძეც დაადგა თავზე და “აბდლური ლაპარაკით” ამშვიდებს, დიდხანს ითმინა მარა ძაან, რომ “გაუბერა” მეორე სიძემ გამწარებულს აღმოხდა:
– კაცი ვარ ახლა მეე!!! ერთი სიძე უ@@@ეო შემხთა, აი მეორე კიდო თლათ @@@ია!!!

ძველი ისტორიებიდან – არჩევნებზე ვიყავი ერთ სოფელში დამკვირვებლად, ჰოოდა კომისიის თავმჯდომარე ასე წარმომიდგინეს – აი თავმჯდომარე რომაა აგერ გერონტიე, მაი დიდი სიმამაცით კი არ გამეირჩევა, მარა ერთხელ საცხა სუფრასთან ნაკოლკებიანი უცნობის გვერდით მუუწია დაჯდომა, რომ დათრა და მიეცა გული ამ ნაკოლკებიანი კაციზა უთქვია:
– შენ ძამა იმხელა ცხვირი გაქ ნაღდად ჟანგბადის ქურდობაზე იქნები “ნაჯდომიო”!
ჰოოდა ისე მოაქციეს მაი უბედური, ექთნებმა ბრეტელებიანი მაიკა ძვილათა გადმოატიეს თავზე

ასაკოვან გურულს ეკითხებიან – სიგარეტს თუ ეწევითო?
– მაი ადრე ვეწეოდი, ახლა კაი ხანია გავასწარი ჩემო ბაბუა

ბახველები ანდღულაძის “ლინეიკაზე” (1907 წელი)
.
ბახვიდან ოზურგეთამდე
სულ შვიდიოდე ვერსია
და ლინეიკით მგზავრობა
ჩვეულებრივი წესია.
მეეტლის სიტყვა პასუხიც
ერთავად მოსაწონია
იყიდი ბილეთს დაჯდები
წახვალ და ჩახვალ გგონია.
მარამ დაიძვრის “კარეტა”?
მშვიდობით გვერდის ძვალებო
მშვიდობით თავო, ფეხებო
განამწარ-განაწვალებო.
.
ნაწყვეტი ლექსიდან, ავტორი – “დურღანელი”

ჩოხატაურის ბაზრობა (AI) – 1928 წლის კარიკატურა









