ტოკიოში მატარებლით ვმგზავრობდი. სადგურებს შორის გავჩერდით. ჯერ იაპონურად გამოაცხადეს, შემდეგ კი ინგლისურად: „ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის. მოძრაობას მალე განვაახლებთ“.დაგვიანება სულ რაღაც 3 წუთი იყო. არაფერი განსაკუთრებული.
როდესაც მატარებელი დაიძრა, კიდევ ერთი განცხადება გაისმა: „გულწრფელ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის. ჩვენ 3 წუთითა და 20 წამით ვიყავით გაჩერებულები. ეს დაუშვებელია. გმადლობთ მოთმინებისთვის“.
სამი წუთი და ოცი წამი. ზუსტად გაზომეს. და ამას დაუშვებელი უწოდეს.
როცა ჩემს გაჩერებაზე ჩამოვედი, ბაქანზე სადგურის თანამშრომლები იდგნენ, თავმდაბლად იხრებოდნენ და დაგვიანების დამადასტურებელ სერტიფიკატებს არიგებდნენ“.
ცნობისმოყვარეობის გამო ერთი ავიღე. ეს იყო ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ეწერა, რომ მატარებელმა 3 წუთითა და 20 წამით დააგვიანა; საბუთი ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული იყო.
თანამშრომელმა ინგლისურად მითხრა: „თქვენი დამსაქმებლისთვის, რათა იცოდნენ, რომ დაგვიანება თქვენი ბრალი არ ყოფილა“.
ვუთხარი, რომ ტურისტი ვარ და ეს არ მჭირდება. ის დაიბნა. „მაგრამ შეფერხებამ თქვენზეც იმოქმედა. თქვენ ბოდიშს იმსახურებთ“.
სამი წუთი. ისინი სამწუთიან დაგვიანებას ისე განიხილავდნენ, როგორც სერიოზულ ინციდენტს.მოგვიანებით ეს ჩემს იაპონელ მეგობარს მოვუყევი. მან მითხრა: „ო, დიახ, დაგვიანების სერტიფიკატები ჩვეულებრივი ამბავია. მატარებლები ზუსტად დროზე უნდა მოვიდნენ. თუ აგვიანებენ, ბოდიში უნდა მოიხადონ“.
მე ვუთხარი, რომ სამი წუთი დაგვიანება არ არის, ეს არაფერია-მეთქი. ჩემმა მეგობარმა კი მიპასუხა: „იაპონიაში სამი წუთი დაგვიანებაა. დროზე ნიშნავს ზუსტად დროზე და არა მიახლოებით დროზე“.
მან თქვა, რომ სარკინიგზო კომპანია, ალბათ, გამოიძიებდა, რამ გამოიწვია ეს 3-წუთიანი შეფერხება. „ისინი იპოვიან მიზეზს და გამოასწორებენ მას, რათა ეს აღარ განმეორდეს“.
სერტიფიკატი დავიტოვე. ახლა ის ჩემს ბინაში, ჩარჩოშია ჩასმული. როგორც შეხსენება იმისა, რომ სადღაც ამ სამყაროში ადამიანებისთვის სამი წუთი მნიშვნელოვანია.
ფეისბუკმომხმარებელი AŁÈXÏ ØF ŁØMÅ








