„გარდენიას“ მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ბავშვობის ისტორიას იხსენებს.
„ვიქნებოდი ასე ხუთი შეიძლება ექვსი წლის. საღამოს ბებიამ ფეხები დამითბილა, ხელპირი დამბანა, ბაბუამ ზურგზე შემისვა და ზუკუტურით ამიყვანეს ოდაში, გახამებულ თეთრეულში, გამზეურებულ ქვეშაგებში ჩამაგორეს.
ძილის წინ გამოწერილივით იყო: “დავწობი დამეძინება, სიზმარი დამესიზმრება, ცხრა ხატი ცხრა ანგელოზი თავსტუმალს დამესვენება. ჯვარი გვწყალობს ჯვარცმული, ვერას გვაკლებს მაცდური…” რომ დარწმუნდა დამეძინა შუბლზე მაკოცა, საბანი შემომიკეცა და თავის ოთახში გავიდა.
ვისაც ხის სახლში ერთი ღამე მაინც გაუთევია ყველამ იცის რომ ლაპარაკი კიარა ამოსუნთქვაც ისმის წაბლის ხის ფარღალალა კედლებში.
ბებიამ ბაბუას შესჩივლა “ბიჯო, ბიჭი ყორიფელობამდე კაია, კაი ზნისაა მარა მგონია არ დადგება კაი შესახედავი ხომ იცი შენ?!” გავინაბე, მართლა მოვიმძინარე თავი, როგორ მინდოდა ბაბუას მაინც ვგონებოდი ლამაზი და კაი სანახავი მარა გავწბილდი.
“არ იდარდო ქალო, რაუჭირს, ბიჭია, ჯანი მთელი აქ, გული კაი აქ, მხიარულია, ნამეტარი მოყვასია, რა გინდა დაავალო აფერი არ ეზარება, სენთიანია, ენაწყლიანია, შრომა ეყვარება და გეიტანს თავს და ცხოვრებას რაცხაფერა..”
იმ ღამეს არ მიძინია..
ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ რავარც მე…
ქე ვარ ასე უშნოდ მარა სენთიანად მთელი ცხოვრება“, – წერს ზურა შევარდნაძე.