გურიის მოამბე

ეკა ბესელია-მინდა გაგიზიაროთ დღეს ჩემი ვიზიტი სინდისის პატიმრებთან გლდანის ციხეში

ეკა ბესელია-ადვოკტი:
მინდა გაგიზიაროთ დღეს ჩემი ვიზიტი სინდისის პატიმრებთან გლდანის ციხეში :
10 სთ უკვე ვიყავით მე , ნათია მეზვრიშვილი და ქეთი აბულაძე ადგილზე , რათა რაც შეიძლება მეტი სინდისის პატიმარი გვენახა .
3 ადამიანზე მეტის ნახვის უფლებას არ იძლევიან , თუმცა შესაძლებელი გახდა მეტთან გვესაუბრა რადგან სამნი ვიყავით …
ციხეში შესვლის პროცედურა ტრადიციულად იწყება ჩემი ჯვრის ისტორიით.
ვიდრე მოვისმენ იგივე განმარტებას , მე ვიწყებ ფრაზით
– ჯვარს არ ვიხსნი, ოქმი შეადგინეთ
– გადავამოწმებთ ქალბატონო ეკა _ ტრადიციული პასუხი და იწყება რეკვა …
ვიღაც ეუბნება ალბათ , მაინც არ მოიხსნის და ოქმს ადგენენ….
შევდივართ მძიმე, რამდენიმე რკინის ბარიერის გავლის შემდეგ და პირველი გიორგი მინდაძე ამოიყვანეს .
არაჩვეულებრივმა , უსაყვარლესმა დედამ- ნანი წულაიამ მთხოვა რამდენიმე დღის წინ , რომ ჩემს შვილს გიორგის ნახვა უნდაო .
დამხვდა ასაკით პატარა , მაგრამ შინაგანად დიდი გიორგი მინდაძე 💚
თავშეკავებული ემოციით , მაგრამ სიხარულით სავსე თვალებით …
ვისაუბრეთ , მკითხა გარეთ რა ხდებაო? ვუამბე , როგორ უყვართ და ეამაყებათ სინდისის პატიმრების გაუტეხელობა !!!
დედას მიეფერა ჩემს ბლოკნოტში დახატული გულით და ხელები დაადო , რომ სითბო გადმოეტანა ამ ფურცელზე …
ვუთხარი გავუზიარებ ამ სითბოსთქო💚
გამიზიარა მისი მოსაზრებები…ამას აღარ დავწერ , კონფიდენციალურია .
შემდეგ ანდრო ჭიჭინაძე ამოიყვანეს , ხშირად მითქვანს გასაოცარი ადამიანური თვისებებით , სიკეთის , სიმშვიდის, გონიერების მატარებელი ახალგაზრდაა.
ჩვენი საუბრები ფილოსოფიური და ანალიტიკურია მუდამ და მიუხედავად იმისა , რომ მეორე წელი იწურება ციხეში ყოფნის, არ შეეცვალა არც ღიმილი, არც სიკეთის სხივი …
გული მიკვდება , როდესაც ვუსმენ ამ უდანაშაულო , ნიჭიერ ხელოვან ახალგაზრდას, რომელიც ამ უჟანგბადო კედლებში უსამართლოდ გამოკეტეს …. და ასეა სხვებიც … ყველა საქმე ცარიელი ფურცლებით ….
– უზენაესი სასამართლო რამეს შეცვლის ? – მეკითხება ანდრო …
რა უნდა ვუპასუხო ?
……
დაკარგულ მართლმსაჯულებას ვჭირისუფლობთ :((
ამ დროს ვეფხვია კასრაძე ამოდის და მიუხედავად ამ უსამართლობისა- გახარებული და ენერგიული მხვდება… თეთრი ლამაზი ჯვარი მომაწოდა … მიყვება რა როგორ შეიძლება გაკეთდეს ….
ვხედავ რომ უყურებენ ყველაფერს და აანალიზებენ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას….
ამ შეხვედრის შემდეგ , ქვედა სართულზე ჩავდივარ , რადგან გიორგი ჩიკვაიძე ეტლით გადაადგილდება და ზემოთ ვერ ამოყავთ…
ეს ყველაზე ემოციურია ადამიანური განცდის თვალსაზრისით …
არადამიანურ მოპყრობას უტოლდება ეტლით ციხეში სარგებლობა და მით უფრო როდესაც იცი , რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ხარ …
გიორგი მეუბნება რომ ყველაზე მეტად ახარებთ , როდესაც მათზე ვსაუბრობთ , ვახსენებთ , არ გვავიწყდება …
ვპირდები რომ ასეც იქნება , ვიდრე ციხეში რჩებიან …
გიორგის დედა, მშვენიერი ეკა ჩვენი საუბრის განსაკუთრებული ,ემოციური ნაწილია და გიორგის ეს ძალიან აძლიერებს 🩷
გარეთ საზოგადოების თანაგანცდა , მათი სახელების ხშირად გაზიარება – ჟანგბადია უჰაერო სივრცეში !
ეს ჭირდებათ !
ეს აძლიერებთ მათ !
ნახევარი დღე მიიწურა და დროც გაჩერებულია თითქოს ციხეში …
მე მათ ოპტიმიზმი და იმედი დავუტოვე … ასე მჯერა მათ რომ ვუყურებ და ამიტომ!
მე ციხეში მათ თავისუფლებას სულ სხვა სიძლიერით ვხედავ 💚
გიორგი მინდაძის დახატული გული – ეს დედების გასაოცარი ბრძოლის ემოციაა💚
შეუძლებელია ამ სინერგიის დამარცხება …
გავაგრძელებთ მათზე ზრუნვას ვიდრე არ დატოვებენ სატუსაღოებს …
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights