ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკა“ მზად უნდა იყოს საქართველოს მხრიდან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად.
ბიბილოვმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაავალა “კონტრდაზვერვითი საქმიანობის მობილიზება”, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად „საზღვრის და საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგისთვის აუცილებელი ქმედებების“ უზრუნველყოფა და მზადყოფნა „საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“.