გურიის მოამბე

კახა ჩავლეშვილის “გაცოცხლებული” გურული იუმორი

ამ ორომტრიალში ერთი ძველი ამბავი გამახსენდა: ასაკოვანმა კაცმა სიგარეტის ნაცვლად შეცდომით პლანი მოსწია, მერე დაუწყია ხარხარი და თან გაიძახოდა:
– მაპატიეთ მშობლებო! მაპატიეთ ბებია და ბაბუა! მაპატიეთ შვილებოო!
“რეიზა” ითხოვ პატიებასო კითხეს
– იმიზა რომე აბდლად ვკტებიო
######
რა დრო დადგა, ბოლო სამი თვეა მიწის რეგისტრაციასთან დაკვშირებულ სხვადასხვა საქმესთან მიმართებაში სამკიცებელი მაქვს, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და ორმოცი წლის წინათ ხელით დახატულ მიწათსარგებლობის გეგმას მინიმუმ გადამოწმება უნდა.
######
დავეხმაროთ ძალაუფლების მქონეებს, მდიდრებს, ძლიერებს, გამძღრებს და უზრუნველყოფილებს. აბა როგორ! მდიდარს და გამძღარს უნდა დახმარება, თორემ შეიძლება ქონებითა და ცოდვებით დამძიმებულებს ჩაუსკდეთ ფეხქვეშ მშობლიური მიწა! რაც შეეხება უუფლებოებს, გაჭირვებულებს, ღარიბებს და უქონელნთ, მათ “სიმსუბუქეს” როგორმე გაუძლებს მშობლიური მიწა, ცოტაც კიდევ გაუძელით! ცოტაც! როგორც ერთი ჩემი მეზობელი იყტოდა – „მიდით ბიჭებო! მიდით! თქვენ დეგეგცათ დაბადება!“
######
“რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ”-ზე გამახსენდა – კაცი ჭას თხრიდა, მიწითა და ქვებით სავსე დიდი ვედრო კი ჭახრაკით ცოლს ამოჰქონდა, კაცი უკვე დიდი სიღმეში იყო ბაწარიც გაწყდა და ქვებით სავსე ვედრო ჭახრაკის ნაწილებთან ერთად ჭაში რახარუხით დაეშვა, ცოლი არ დაიბნა და ქმარს ჩასძახა:
– გეიქეცი ბიჯო! გეიქეცი!
მოკლედ ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო

შეიძლება ილუსტრაციაა
######
აგერ კაცი მეუბნება ქობულეთში ნოტარიუსის მისამართი რომ ვიკითხე, მითხრეს – შენ ოზურგეთელი იქნებიო 🙂 ასეა – ფოთში, ქობულეთში და ბათუმში ვინმე თუ კი ნოტარიუსის მისამართს კითხულობს უკვე ხვდებიან სადანაც არის
######
გურიის სოფლები ხალხით, რომ იყო სავსე ის დროა და შუაღამით ტაქსით სახლის ჭიშკართან მისულმა ახალგაზრდამ ტაქსისტს სთხოვა – „დაასიგნალეო“; ტაქსისტმა – რად გინდა სიგნალი შენი სახლიაო;
ამანაც – ოჯახში თორმეტი სული ვართ, გარეთ ამბის საკითხავად რომელიმე გამოვა და გავიქცევი ეგება მოვასწრო მის ადგილზე დასაძინებლად დაწოლაო.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
######
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights