გურიის მოამბე

ოზურგეთის მერიამ ილა კეჭაყმაძე 10 000 ლარით დააჯარიმა

ოზურგეთის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენი და მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველი, ილა კეჭაყმაძე, 10 000 ლარით დააჯარიმა.

კეჭაყმაძე მის კუთვნილ “ოზურგეთის ავტოსერვისში” (სოფელ ლიხაურის ტერიტორია) უკანონო მიშენებისათვის დაჯარიმდა;

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” აღნიშნული ავტოსერვისიდან აცნობეს;

ილა კეჭაყმაძე ოზურგეთში ცნობილი ბიზნესმენია, ის თბილისის მერის, კახი კალაძის გარემოცვის წევრია; მის საკუთრებაშია რესტორნები “ილიკო” და “ბერმუხა”, ასევე დასასვენებელი სახლები და კვების ობიექტები კურორტ ურეკში.

აღსანიშნავია, რომ, თავის მხრივ  ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია, სუს ის ყოფილ ხელმძღვანელთან, მამუკა მდინარაძესთან დაახლოებული პირია;

თავად კეჭაყმაძე “გურიის მოამბესთან” საუბარში, კომენტარს მომხდარზე არ აკეთებს;

ოზურგეთში, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხელისუფლებამ საკუთარი მხარდამჭერი ბიზნესმენი დასაჯა;

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights