გურიის მოამბე

ჩოხატაურის მერიამ კურორტ ბახმაროზე ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ კურორტ ბახმაროზე ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა;

მერიის სპეციალური ნებართვის გარეშე, ვერცერთი მოქალაქე, კურორტზე ვერანაირ სამშენებლო მასალას, მათ შორის საღებავს, ცემენტს, და ასე შემდეგ ვერ შეიტანს;

ამას კი მერია სპეციალური – კურორტის შესასვლელში არსებული  – ბლოკპოსტის მეშვობით გააკონტროლებს.

ჩოხატაურის მერიის თანამშრომლები, ნებისმიერ, კურორტისაკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას, საგულდაგულოდ გაჩხრეკენ;

ამის შესახებ ინფორმაციას, და შესაბამის ფოტო მასალას, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, ცნობილი ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი დ ადვოკატი, დავით მჟავანაძე ავრცელებს;

“ბოლოს ასეთი ბლოკპოსტი საქართველოს ტერიტორიზე, ასლან აბაშიძეს ჰქონდა მოწყობილი, აჭარის შესასვლელში, ახლა აგერ ჩოხატაურის ხელმძღვანელობასაც დაუყენებია ბახმაროს შესასვლელში იმ მიტივით რომ უკანონო მშენებლობას აკრძალავს.
უკანონო მშენებლობის აღკვეთის რა გითხრათ და უკანონოდ ფულის კეთების და კორუფციის ახალი კერა რომ გააჩინეს ეს კი ვიცი.
ამ ბლოკპოსტის მიღმა, სპეციალური ნებართვის გარეშე, სამშენებლო მასალების შეტანა რომ აკრძალულია, ამ გადაწყვეტილების კანონიერება სამართლებრივი თვალსაზრისით ცალკე საკითხია…” წერს მჟვანაძე;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights