გურიის მოამბე

გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს

“პირველების” ინფორმაციით, 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით, სკოლის მოსწავლის ბიძა [დეიდის ქმარი] დააკავეს – შემთხვევა გურიაში გუშინ მოხდა.

როგორც TV პირველს ადგილობრივები უყვებიან, 14 წლის გოგოზე სექსუალურად მოზარდის სახლში სტუმრად მყოფმა კაცმა იძალადა.

ბრალდებული სამართალდამცავებმა გუშინ, მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციას 14 წლის გოგოს დედამ მიმართა.

დაკავებულს ბრალი რამდენიმე საათის წინ წაუყენეს. სასამართლო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს.

როგორც “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

“გურიის მოამბე” დაუკავშირდა დაკავებულის ადვოკატს, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა, თქვა, რომ დაკავებულს ჯერ არ შეხვედრია:

“ახლა ვერაფერს ვიტყვი, დაკავებულს ჯერ არ შევხვედრივარ, შესაძლოა კომენტარი მასთან შეხვედრის შემდეგ გავაკეთო” – გვითხრა ადვოკატმა;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights