გურიის მოამბე

ლანჩხუთში მოქმედი კარიერების საქმიანობის კანონიერებას გამოძიება ადგენს-დაკითხავენ თუ არა ელისო ჭიჭინაძეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ლესის თემის სოფელ წინათში მოქმედი კარიერების საქმიანობის კანონიერებას გამოძიება ადგენს-გავრცელებული ინფორმაციით, ამ სამთო კარიერების ფუნქციონირება, რომლებიც დიდძალ ინერტულ მასალას იპოვებენ (ინერტული მასალის მოპოვება ხდება არა მდინარის კალაპოტიდან, არამედ ხდება, ამ საქმიანობისათვის ვარგისი მთების დამუშავება და გატანა), ადგილობრივი მაღალჩინოსნების პირად ინტერებში შედის და ადგილზე მოსახლეობა შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.

დიდი ხანია ადგილობრივები, კარიერების მფლობელი კომპანიისაგან, შემოსვლამდე გაცემული დაპირებების შესრულებას ითხოვენ, თუმცა ამაოდ.

ლესაში საუბრობენ, რომ ამ ფირმის უკან ხელისუფლების მაღალჩინოსნები დგანან;

“გურიის მოამბე” ერთ ერთ მათგანს, ლესას მაჟორიტარ დეპუტატს, ლანჩხუთის საკრებულოში, ელისო ჭიჭინაძეს დაუკავშირდა;

“გურიის მოამბე” – ქალბატონო ელისო მოგესალმებით, ლესის თემში, სოფლ ჭინათში მოქმედ სამთო კარიერებთან დაკავშიებით გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, გავრცელებული ინფორმაციით, თქვენს ინტერესებს უკავშირებენ ამ კარიერების ფუნქციონირებას, თუ შეიძლება გვიპასუხეთ, გამოძიებამ დაგკითხათ თუ არა თქვენ? თუ დაგკითხათ, რა სტატუსით და რაიმე გაკავშირებთ თუ არა ამ კარიერებთან?

ელისო ჭიჭინაძე:”უი, როგორ გამაცინეთ ამ დილით. როგორ უკავშირდება ჩემი სახელი და გვარი ხომ ვერ მეტყვით?”

“გურიის მოამბე” – სასაცილო რა გითხარით, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიმდინარეობს გამოძიება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ლესაში არსებულ კარიერებთან დაკავშირებით.

ელისო ჭიჭინაძე:”5 წლის წინ, ეს ვინმე ჯანგავაძე, მისივე დოკუმენტებით, ეწვია ჩვენს მერიას, დაგვიბარეს ჩვენ, მივედით, იქ გვითხრეს ეს არის ბიზნესმენი, შემოდის თქვენს სოფელში და გვერდით დაუდექითო, მე ვთქვი, ვერაფერს გადავწყვეტ, ხალხს უნდა ვკითო მეთქი, წამოვედი, შევკრიბე ხალხი, კომპანიის წარმომადგენლებმა გასცეს დაპირებები, რაღაცეებს შევისყიდითო, გზას გავაკეთებთო, და შეთანხმდნენ, ახლა ხალხმა ისევ მე მომაკითხა, რადგან არცერთი დაპირება ამ ფირმამ არ შეასრულა. ვიცი რომ მიმდინარეობს გამოძიებები, ჩინელებთან შეექმნათ პრობლემა, იყვნენ სხვადასხვა გამომძიებლები, ისე კახამ იცის ეს ასკურავამ, თქვენმა მეგობარმა და კითხეთ მას, დადიოდა აქ ღელე-ღელე, იქნება რაღაცას წავაწყდე ელისოს საწინააღმდეგოსო, მაგრამ ვერაფერი; ბევრი ირბინეს “ნაცებმა”, მაგრამ ელისო ჭიჭინაძის საწინააღმდეგო ვერაფერი ნახეს, თუკი ვინმე დაზარალდა ამ კარიერებიდან, ეს ვარ მე, ყოველდღე ხალხსა და კომპანიას შორის ვდგევარ გამშველებლად. მე არ ვერევი “ტენდერშიკების” საქმეში, ოქტომბრის ბოლომდე აქვს ვადა მიცემული დაპირებების შესასრულებლად, თუ ვერ შეასრულებს ვეღარ გაიჭაჭანებს სოფელში; ისიც კი არ ვიცი დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ თუ არა; ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას”

“გურიის მოამბე” – კახა ასკურავა რა შუაშია?

ელისო ჭიჭინაძე:” იმ შუაშია, რომ მთელი სოფელი შემოიარა ფეხით, მოკლედ ნაადრევია თქვენი სიხარული, მე დასამალი არაფერი მაქვს, გამოძიებასთანაც ვითანამშრომლებ, ნუ გიხარიათ, თუ არ გიხარიათ და ჩემზე ასე ნერვიულობთ-დიდი მადლობა (იცინის)”

დავმორჩილდით, რა, ლესას მაჟორიტარის გადამისამართებას, კომეტარი ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერს, კახა ასკურავას ვთხოვეთ:

” როცა ეს ფირმა შემოვიდა სოფ.ჭინათში, საკრებულოში ვიყავით წარმოდგენილები და მაშინვე ავტეხეთ ერთი ამბავი,ვინადან ის გზა და რელიეფი საიდანაც უნდა გამოეტანათ მოპოვებული ინერტული მასალა, იყო რაღაც მონაკვეთი მოსახლეობით ძალიან კომპაქტურად დასახლებული და მეორე ნაწილი(ღელის გაღმა)ურთულესი რელიეფის. ერთი შეხედვითაც ადვილი მისახვედრი იყო მოსალოდნელი შედეგები. ამ მომპოვებლებმა გზა, საიდანაც უნდა ეზიდათ ინერტული მასალა, ნაწილი გზის,პირდაპირ მდინარის კალაპოტში დააგეს. საკმაოდ დიდ ნაწილში,ამაზე საერთოდ ერთი ამბავი ავტეხეთ, მაგრამ, სამწუხაროდ არავინ მოგვისმინა. მერე მოვიდა დიდი წყალდიდობა, ეს მდინარეში ჩაგებული გზა მოშალა,წამოიღო ზემოდამ ნაშალი მიწის და ხეების უზარმაზრი მასა და სერიოზული პრობლემები შქმნა. მიუხედავად ამისა, მაინც გააგრძელეს როგორც მოპოვება ასევე გამოზიდვაც და მოვიდით იქამდე სადამდეც მოვედით. სამწუხარო ისაა,რომ ჩვენ მაშინ ადგილობრივებმა არ მოგვისმინა როცა ვარწმუნებიდით, რომ წინააღმდეგობა გაეწითა მათ თავზე დაკიდებული ამხელა მთის მოშლაზე და ვეუბებოდით რომ იმდენ სარგებელს ვერ მიიღებდნენ რამდენსაც ბუნებას დაუშავებდა ეს სამუშაოები, თუმცა მაშინ შემოსულმა ფირმამ, მის სასარგებლოდ იმუშავა და მოსახლეობა ჩვენ პრაქტიკულად არც გვისმენდა ამ საკითხზე. ახლა აღმოჩნდა, რომ ის ვალდებულებებიც არ შესარულეს, რაც დაპირდნენ ხალხს და რა მოხდა ბოლოში,ის ფირმა როგორც ვიცი გაკოტრებულია და არანაირი ვალდებულების შესრულების თავი აღარ აქვთ და მოსახლეობაც მოტყუებული ჰო, ნაწილმა როგორც ვიცი ფულადი კომპენსაციებიც ვერ მიიღო დღემდე, მოკლედ, მოხდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით დაახლოებით ხუთი წლის უკან და არც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოგვისმინდა არც სამწუხაროდ მოსახლეობამ” – გვითხრა ასკურავამ;

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights