გურიის მოამბე

გურიაში “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს” ვანო მერაბიშვილის კადრი უხელმძღვანელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხაურის გურიის  წარმომადგენლობას, შსს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კადრი, ირაკლი მოწყობილი უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ, “გურიის მოამბეს” შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტიდან, არაოფიციალურად აცნობეს;
ირაკლი მოწყობილი = მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2008–2009 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო  და ის , მაშინ მოქმედ, შსს მინისტრთნ,  ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირი იყო; 
სუსის გურიის ფილიალი, რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, მანამდე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის წარმომადგენლობები, სუსის, ბათუმის ფილიალს ექვემდებარებოდნენ;
აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩვენი წყარო იტყობინება, მოწყობილის დანიშვნამდე, სუსის უფროსები, სამივე მუნიციპალიტეტებში, თანამდებობებიდან გადადგნენ;
აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი (დაახლოებით 2008–2009 წლებში). თანამდებობის დატოვების შემდეგ, მოწყობილი,მოგვიანებით საქმიანობდა ბათუმის პორტში დირექტორის მრჩევლად (დიდი ალბათობით ე.წ. “ოდეერად”).
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights