გურიის მოამბე

ირაკლი მახარაძე – მივესალმები ზოია ტუღუშის საპატიო მოქალაქედ არჩევის წინადადებას, მაგრამ ხელფასი რომ მოუმატონ..”

“გურიისა და გურულების ისტორიის მემატიანე შესანიშნავი ქალბატონი ზოია ტუღუში. მისი ყოველი ახალი წიგნი ჩემ სამაგიდო წიგნად იქცევა ხოლმე. მივესალმები წინადადებას ზოია ტუღუშის ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ დასახელების შესახებ. მარა…
ხელფასი რომ მოუმატონ არ იქნება ზედმეტი მგონია, საკრებულო და მერია ხომ იმატებენ ლამის ყოველ წელს ხელფასს, რით არიან გამორჩეულნი ქალბატონ ზოიაზე უფრო მეტად? სირცხვილია ეს და დაცინვაა ისეთი ადამიანების, როგორიც ქ-ნი ზოიაა და კულტურის სხვა დამცველი-ქომაგებისა, რომლებიც სამუზუემო საქმეს, მიუხედავად მათხოვრული ჯამაგირისა, მკერდით გადაფარებულნი იცავენ”
წერს, ცნობილი ისტორიკოსი, ირაკლი მახარაძე ფეისბუკ გვერდზე და ადგილობრივი მედიის მიერ ლანჩხუთის ხელისუფლებისადმი მიმართვას ეხმაურება.
“„გურია თუდეი“ ადგილობრივ ხელისუფლებას ზოია ტუღუშის ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ დასახელების წინადადებით მიმართავს. მიგვაჩნია, რომ იგი ამ წოდებისათვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს”
ნათქვამია ამ გამოცემის მიერ გავრცელებულ სტატიაში, რომელშიც საუბარია, ზოია ტუღუსის ავტორობით გამოცემულ ახალ წიგნზე:

“გამოვიდა ზოია ტუღუშის ახალი წიგნი _ „ნინოშვილის მუზეუმის ისტორიიდან“, რომელშიც ავტორი გურიის საამაყო მწერლის, ეგნატე ნინოშვილის სახელობის მუზეუმის ისტორიასა და ცხოვრებას მისთვის დამახასიათებელი სადა, დახვეწილი და გულწრფელი თხრობით აცნობს მკითხველს.

წიგნი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მასში თავმოყრილი უნიკალური, მათ შორის, აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტომასალითაც, რომელიც მუზეუმის წარსულს ახალ სიცოცხლეს სძენს და ძვირფას მოგონებებს მომავლისთვის ინახავს.

მორიგი უნიკალური ნაშრომის გამოცემისათვის საჭირო თანხის მობილიზებაში შეტანილი წვლილისთვის ავტორი განსაკუთრებულ მადლობას უხდის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგებს _ ნანა ჩხარტიშვილსა და ნანა ხომერიკიმიქაბერიძეს; ნიგვზიანის საჯარო სკოლის მასწავლებლებს _ მიშა სურგულაძესა და რუსუდან მიმინოშვილს.

ასევე, თანადგომისა და შემოწირულობისთვის მადლიერებას იმსახურებენ ნინოშვილელები: ხათუნა ნაკაშიძე, ლალი იშხნელიძე, მედეა ჩხარტიშვილი, ნუნუ სვანიძე, თამარ გოგუაძე, გრამიტო ღლონტი, ირმა ლომაძე, დათო მიქაბერიძე; გულიანელი მასწავლებელი რუსუდან პაქსაძე; არჩეულელები: ირმა სარჯველაძე, ლია ბრეგვაძე და მარი ხანთაძე.

მადლობას ვუხდი ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგებსეგნატე ნინოშვილის მუზეუმის თანამშრომლებსლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსსოფელ არჩეულისნიგვზიანისხაჯალიის მცხოვრებთრომელთა თანადგომის გარეშე აღნიშნული წიგნის პუბლიკაცია ვერ განხორციელდებოდა“, _ ამბობს ავტორი”

წერის “„გურია თუდეი“ს მიერ გავრცელებულ სტატიაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights