1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანაში მოდერნისტული ხელოვნება და პოეზია აყვავდა – ამის შესახებ, ბრიტანული ყოველდღიური გამომცემლობა – The Guardian სტატიას წერს.
ფოტო გადაღებულია, 1922 წელს დაფუძნებულ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ცენტრში მხატვარი, ფერმწერი და ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი – გიგო გაბაშვილი ჩანს. მის გარშემო კი მისი სტუდენტები არიან.
ფოტოზე მარცხნიდან მეორე ადამიანი, ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი – ელენე ახვლედიანია. „მას პარიზში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, საქართველოში ჩამოსულს, სტალინიზმთან და წითელი არმიის მიერ თბილისის ოკუპაციასთან შეჩვევა მოუწია. მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა და შეინარჩუნა, თავისი დახვეწილი ხედვა პეიზაჟურ ფერწერაში“ – წერს გამოცემა.
ფოტოზე ვხედავთ, დავით კაკაბაძის ერთ-ერთ ნამუშევარს. დავით კაკაბაძე მაშინდელი საქართველის ერთ-ერთი წამყვანი ხელოვანი – ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი და სინემატოგრაფიასა და ფოტოგრაფიაში ქართველი პიონერი იყო.
ფოტოზე, მარცხნივ დიმიტრი შევარდნაძე – ეროვნული სამხატვრო გალერეის დამფუძნებელი, ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი და საზოგადო მოღვაწე ზის. იგი 1937 წლის საბჭოთა რეპრესიების დროს დახვრიტეს. ამასთან ერთად, ფოტოზე მიხეილ ჭიაურელიც ჩანს, რომელიც თავისი ინოვაციური კინოგადაღებებიდან, სტალინის პროპაგანდისტული ფილმების შექმნა გააგრძელა. ასევე, ჩანან იმ დროის ერთ-ერთი უდიდესი ფერმწერ-პორტრეტისტი – ქეთევან მაღალაშვილი და ლადო გუდიაშვილი – სსრკ-ის სახალხო მხატვარი, პროფესორი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი.
ლადო გუდიაშვილის ერთ-ერთი ნამუშევარი.
ნიკო ფიროსმანის „ხილის გამყიდველი თათარი (ხილის დუქანი)“. (1862-1918).
1924 წელს გადაღებულ ფოტოში, მწერალი – ვასილ ბარნოვი, პოეტი – გიორგი ლეონიძე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი – იაკობ ნიკოლაძე სხედან. ფოტოზე ასევე, ჩანან არტისტი – კირილ ზდანევიჩი, პოეტი – ვალერიან გაფრინდაშვილი, პოეტები – პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე. „კირილ ზდანევიჩი და მისი ძმა ილია, ტიფლისური ავანგარდიზმის ცენტრში იყვნენ. მათ ბევრი ნიჭი ჰქონდათ. ისინი მწერლები, არტისტები, წიგნებისა და ყდების დიზაინერები და ყველა ამ სფეროს ჩინებული ნოვატორები იყვნენ“ – წერს The Guardian.
კირილ ზდანევიჩის თეატრის სცენის დიზაინი – სუპერმატიზმი.
ელენე დარიანი – იგივე ელენე ბაქრაძე (ნამდვილი სახელი და გვარი). უნდა აღინიშნოს, რომ დარიანის ფსევდონიმით ელენემ პაოლო იაშვილს 14 ეროტიკული ლექსი მიუძღვნა.
ნიკო ფიროსმანის „ვირის ხიდი“.
ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. 1916 წელი.
მიხეილ ჯავახიშვილი – მწერალი და საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწე. იგი საბჭოთა კავშირის “დიდი წმენდის” დროს მოკლეს. მისი ნაწარმოებები, თითქმის 20 წელი აკრძალული იყო.
საქართველოს სახალხო გვარდია. 1918 – 1921 წლები.
ქართველი მეომრები. თბილისი, 1918 – 1921 წლები.
ვერა როკლაინის – ტიფლისის ხედი. 1919 – 1920 წლები.
წითელი არმიის შემოსვლა თბილისში. 25 თებერვალი, 1921 წელი.
“პრაიმტაიმი”