“დილიდან მშიერი ვარ, მუცელი მიწრიალებს”-5 წლის გოგონას მძიმე ბავშვობა

“სანამ შენ მოხვიდოდი ვტიროდი, სახლში არაფერი არა აქვს დედიკოს. პური რომ არ გვაქვს სახლში, რა ვქნა? დილას მერე მშია”–უყვება 5 წლის გოგო “სიკეთის ქალაქთან”, რომელიც ოზურგეთში, სოფელ ზემო ბახვში ცხოვრობს.

‘მარტო საღამოს რატომ მაჭმევენ? მუცელი მიწრიალებს. ჩემს ძმას ველოდები ყოველ დღე, რომ საჭმელი მომიტანოს. დანარჩენი ყველა ავადაა. დედიკოც და მამიკოც.

სათამაშოებიც კი არ მაქვს სახლში. ერთი თოჯინა მაქვს მარტო და ხელი აქვს ამას მოტეხილი. მე არავის არ ვეცოდები.

5 წლის მარიამ ცქვიტინიძე ყოველ დღე მის 14 წლის ძმას ელოდება სახლში საჭმელს როდის მიუტანს.

14 წლის ლევანს, ოჯახი რომ გამოკვებოს, ბევრი შრომა უწევს. ის ყოველ დღე ოზურგეთის ბაზარში ტვირთით სავსე ურიკას დაატარებს , შემდეგ კი, მთელი დღის ნაშოვნი ფულით საჭმელს ყიდულობს და სახლში მიაქვს.

“ყველაზე ძალიან საჭმელს ვნატრობ. ასეთი გამწლიკული რომ ვარ, ვინ მიმიღებს სკოლაში? მშიერი რომ ვარ სულ ტირილი მინდა”-აგრძელებს მის მძიმე ბავშვობაზე ამბის მოყოლას პატარა გოგო.

თან ითხოვს, რომ მისი ამბავი ყველამ გაიგოს, რომ ვინმემ დახმარება შეძლოს.

“ყველას ველოდები. მეტი არაფრის თქმა არ მინდა”-ამბობს მარიამი.

მარიამ და ლევან ცქვიტინიძეები ზემო ბახვში დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობენ. ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. მშობლებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. 14 წლის ლევანი კი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share