ქობულეთის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორ დეპუტატს :ბონდო თედორაძესა და მამული სურმანიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით “ენმ”-ის ერთერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ შეისწავლონ მათი პარტიის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.
“ის რაც მოსკოვშიც მიუღებელი იქნებოდა, ოფიციალურ თბილისში მისაღებია. “ქართული ოცნება” შეეჩვია არჩეული ადამიანების გამოგდებას სხვადასხვა ორგანოდან. ხალხის მიერ არჩეულ საკრებულოს წევრებს, რიგის მიხედვით გვიგდებენ საკრებულოებიდან. თან ირჩევენ ყველაზე აქტიურ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს. მივმართავ ერთადერთ ინსტიტუტს, რომელიც ქვეყანაში მუშაობს, სახალხო დამცეს, ვთხოვთ, შეისწავლოს ეს დოკუმენტაცია. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს დოკუმენტები მივაწოდოთ მას და არასამთავრობო ორგანიზაციებს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
საკრებულოს დეპუტატებს უფლებამოსილება 23 ხმით შეუწყდათ.