„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, მისი შვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გადაცემაში „სთორი” საუბრობს და ამბობს, რომ მას ტერორისტი შვილი არ გაუზრდია.
„ერთდაერთი, ვისაც ნიკა უჯერებს ეს დედამისია … ის 4 სასწრაფო, რომ ვნახე დაყენებული უკვე მიხვდი, რომ ესენი სისხლს დაღვრიდნენ.
ტერორისტი შვილი მე არ გამიზრდია … შეუძლებელია, მაგრამ ყოველთვის ჩამესმის მამაჩემის ხმა ყურში – არასოდეს ანზორ, როცა ბოროტებას გაგიკეთებენ, ბოროტებით არავის არ უპასუხო“- ამბობს ანზორ მელია.