ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდან და რა პოლიტიკური ინტერესით არ უნდა იყოს, უნდა იყოს დაგმობილი. საზოგადოებრივი აზრი უნდა ჩამოყალიბდეს, მათ შორის, თქვენი მეშვეობით, რომ ასეთი ქმედებები, წლების წინ უკანონო მიყურადების შედეგად მიღებული ინფორმაცია, შემდეგ დამონტაჟებული და იმგვარი ფაბრიკაცია, რომელიც საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის და არასწორ განცდებს და აღქმებს აჩენს, არის დასაგმობი, ყველაზე რბილი სიტყვით რომ ვთქვათ.”- ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. 5 მარტს TV პირველის ეთერში გავიდა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის ანონსი, სადაც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერია.