მდინარაძე ჩანაწერზე: ფრაზები ამოკრებილია, აბსოლუტური ფაბრიკაციაა

“ჩვენ დღეს პრემიერთან საუბარი გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჩანაწერზე იყო საუბარი. ახლა კიდევ უფრო ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის, არა 11 და 12 წლების, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ქართული ოცნება, არამედ 2010 წლის არაერთ, შეიძლება რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი პრესის მიერ ფრაზები, არის ფაბრიკაცია, აბსოლუტური ფაბრიკაცია და ამის მეშვეობით კაგებეშნიკურად არის დამონტაჟებული და საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს.

ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდან და რა პოლიტიკური ინტერესით არ უნდა იყოს, უნდა იყოს დაგმობილი. საზოგადოებრივი აზრი უნდა ჩამოყალიბდეს, მათ შორის, თქვენი მეშვეობით, რომ ასეთი ქმედებები, წლების წინ უკანონო მიყურადების შედეგად მიღებული ინფორმაცია, შემდეგ დამონტაჟებული და იმგვარი ფაბრიკაცია, რომელიც საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის და არასწორ განცდებს და აღქმებს აჩენს, არის დასაგმობი, ყველაზე რბილი სიტყვით რომ ვთქვათ.”- ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. 5 მარტს TV პირველის ეთერში გავიდა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერის ანონსი, სადაც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    "ამ ქვეყანაში ცხოვრების მეშინია... ვიხრჩობი"“ვიხრჩობი უკვე ამ ქვეყანაში ცხოვრებით! მახრჩობს ქვეყანა, რომელიც სიცოცხლესავით მიყვარს, მახრჩობს ხალხი, რომელთან ერთადაც დავბერდი, მახრჩობს ტყუილი, ყველგან და ყველაფერში!!! ადამიანებს ვუსმენ და თან ჩვევად მექცა სიტყვების მიღმა ტყუილის ძებნა!!! მახრჩობს იმაზე ფიქრი, რომ მომავალი არ არსებობს, რადგან რაც მიყვარდა და რითაც ვსულდგმულობდი და ვეთაყვანებოდი, გაქრა!!! გაქრა ნდობა, ერთობა, სითბო,…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 96
    "სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ ცხოვრება სამოთხედ გვიქციოს და არა ჯოჯოხეთად"გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი. გოგონა საქართველოში…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 96
    "ავანტიურისტი შულერი, "ოცნების მზე", რომელმაც ყველა გადააგდო"- გიორგი თარგამაძე ივანიშვილზე"ცუდი მენეჯერი, თუ შულერი?! გვითხრა რომ წავიდა... საკითხავად 15-გვერდიანი წერილი და მოსასმენად 1-საათიანი ინტერვიუ დაგვიტოვა. დაგვამადლა მენეჯერული სუპერ თვისებები, მილიარდიანი ქველმოქმედება და კიდევ უფრო დიდი ქველმოქმედება, რაც თურმე მისი პოლიტიკაში ყოფნა ყოფილა. აღარ დამირეკოთო თქვა და კარი გაიჯახუნა… წავიდა, არწავიდა, სად წავიდა - გვირილას ფოთლების პუტვას და მარჩიელობას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა დავფიქრდეთ მართლა რა დაგვიტოვა…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 96
    ცხრა აპრილის ქვეყანა  რა მივუტანეთ 9 აპრილს? დიახ, დიახ - რა მოგვიტანა კი არა, რას ელის ჩვენგან 9 აპრილი პარლამენტის წინ მდგარ მონუმენტთნ ყვავილების თაიგულისა და დანთებული სანთლის გარდა? ვიცით, რომ თარიღს თავისთავად არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს. ის ძვირფასი ხდება ჩვენთვის იმ დღეს მომხდარ მოვლენასთან თუ მოქმედ პირებთან ემოციური და…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა