მცხეთის სასამართლომ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები გაამტყუნა.
პროკურატურამ ისინი დამნაშავედ სცნო ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის, ასევე გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით:
არჩილ გაგნიძეს მიესაჯა 16-წლიანი პატიმრობა.
ნიკოლოზ რევაზიშვილი – 16-წლიანი პატიმრობა.
ვახტანგ ჩიქოვანი – 16-წლიანი პატიმრობა.
მოსამართლემ გაამტყუნა ზ.ხ და ა.ქ, რომლებიც შაქარაშვილის გარდაცვალების დროს არასრულწლოვნები იყვნენ.
რამდენ წელს გაატარებენ ისინი პატიმრობაში, სასამართლო 16 მარტს გამოაცხადებს.
პროკურატურის ვერსიით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი სწორედ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა.
19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 6 – არასრულწლოვანი.