როგორ ეხმაურებიან ბერა ივანიშვილის პირველ კომენტარს მასზე გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერების შემდეგ სოციალურ ქსელში ზაზა ბიბილაშვილი: “ბერამ, დღესაც იგივეს ვიზამო — ბაზარი არაა, ქენი! მაგრამ შენი საჯდომით ქენი, კაცი თუ ხარ. მამაშენის მონების ხელითა და ძალოვანი უწყებების უკანონო გამოყენებით რომ ჩაგრავ 15 წლის ბავშვებს, ეგ “დედიკოს სიყვარული” კი არა, კრიმინალი და არაკაცობაა. და, რა გასაკვირია, რომ კრიმინალი არაკაცის ხელში, შენც ასეთად ჩამოყალიბდი. ჩემს ფანებს, “10-11 წლის გოგოებს” აშინებდნენო, ეგ სიმდაბლე რამ გათქმევინა?
პ.ს. ფონზე პიანინო ძაან აკეთილშობილებს დიქტატორის შვილს. მალაჩინა პიარშიკებს”.
ვახო სანაია: “კაცო, ამბობს აგერ მე ვიყავიო. თუ შემაგინებენ, კიდევ მოვთხოვ პასუხსო. რა ფაბრიკაციაზე ლაპარაკობს ხელისუფლება” ?
კახა ასკურავა: ვიღაცამ დაარიგა დედის გინებაზე გააკეთე აქცენტებიო, მარა ის აღარ განუმარტა, რომ თუ დედას შეგაგინებენ მამის თანამშრომლებს კი არ უნდა გააგზავნო პასუხის მოსათხოვად, შენ უნდა გასცე პასუხი, ბერა ბიძიკო!
ნენე დალაქიშვილი: ბერა : “მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე იმას დღესაც პასუხს მოვთხოვ”. დაავწიყდა დაემატებინა, ანზორას და იკას ტრაკითო”.
ირინა სარიშვილი: ამათი ნაძირლობა და უტიფრობა ერთია და მეორეა ის, რომ ზუსტად ასეთივე უტიფარი მხარდამჭერები შემორჩათ, აი აზრი რო არა აქვს მათთან კამათს კი არა, უბრალო საუბარსაც კი. ჩანასახშივე კლავენ ერთმანეთთან დალაპარაკების მინიმალურ შესაძლებლობას. მგონი ადამიანებიც არ არიან, რაღაც ახალი ვარიაციაა, რისი სახელიც არ ვიცი. საშინელებათა ფილმში მგონია თავი, თან უნიჭოში.”
საბა ბუაძე: “ერთი ქართველი კაცი მაჩვენეთ ვინც დედის გინებაზე იგივეს არ გააკეთებსო?! ანუ როცა გაგინებენ “პასუხი უნდა აგებინო და “დასაკაჩავებლად” დაცვა გაუგზავნოო”.
თაკო ჩარკვიანი: რა საზიზღრობაა ამ სიყალბის და უტიფრობის მოსმენა! ამ დონის სიბრიყვეს კედევ არ ველოდი და კიდევ ერთი რამ: “მაჩვენეთ ერთი ვაჟკაცი , რომელიც თავს დედიკოს , გინბუსგან არ დაიცავსო” ასწავლოს ვინმემ ” იმიჯ- პროფმა”, რომ ვაჟკაცები შინაგან საქმეთა მინისტრებს და პრემიერებს, შეკვეთილ საქმეებს არ სთავაზობენ 15 წლის მოზარდებს დასასჯელად…… ნუ აღარაფერს ვსაუბრობ ” ქილერებად “ქცეულ თანამდებობს პირებზე. ” უფლისწულის”აღიარებითი ჩვენება დედიკოს დაცვის გამო- კატასტროფაა და უკიდურესი სირცხვილი! ვაი “დედიკო” რა დღეშია საქართველო!!!!!!!”