ლალი მოროშკინა ბერას მაგინებლებს: მე უარესს გიზამთ

“#ბერა  #არაჩანაწერებს #არაზონდერჟურნალისტიკას #მეუარესგიზამთ”-ასე გამოეხმაურა პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ფარულ აუდიოჩანაწერებზე ბერა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

მომღერალმა ბერა ივანიშვილმა 9 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც აუცილებლად მოსთხოვს.

“მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი – თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც”,- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share