ისე გავზარდეთ ჩვენი შვილები, რომ არავინ არ შეუწუხებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემები იყო – საქართველოს მესამე პრეზიდენტი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პრობლემების მიუხედავად, არც მის შვილებს და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს პრივილეგიებით არ უსარგებლიათ და საკუთარ თავსაც თავად იცავდნენ: ისე გავზარდეთ ჩვენი შვილები, რომ არავინ არ შეუწუხებიათ საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემები იყო. ჩემი შვილებიც დადიოდნენ ისეთ სკოლებში, სადაც სხვისი შვილებიც დადიოდნენ და იმათ ჰქონდათ სახლებიდან ნეგატივი გამოყოლილი, მაგრამ თავის თავს თვითონ იცავდნენ. ჩემი შვილი ედუარდი იყო აღიარებული ხაზარაძის სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულად მრავალი წლის განმავლობაში, დღემდე მისი რეკორდი არავის არ მოუხსნია. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ბევრ ადამიანს არ მოსწონდა, ყველა დაბრკოლება გადალახა ისე, რომ ხმა არ აუმაღლებია არასდროს. ძალიან ბევრი “ოცნების” ლიდერის შვილი იყო მის კლასში და მე არ მახსოვს კონფლიქტი ,-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა “დღის სტუმარში”.
ცნობისთვის, 6 მარტს, “TV პირველმა” აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ.