“TV პირველის” მიერ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს სოციალურ ქსელში ემუქრებიან. პოსტს ბერა ივანიშვილის მეგობარი და ანზორ ჩუბინიძის მოსწავლე, მიხეილ წიკლაური აქვეყნებს.
მუქარას რეაგირება საგამოძიებო უწყებების მხრიდან არ მოჰყოლია. სამაგიეროდ პროკურატურა აქტიურად იძიებს საქმეს ვინ და როგორ ჩაწერა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარი.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნოდარ მელაძეს ემუქრებიან. რამდენიმე დღის წინ სამთავრობო მედიების საშუალებით გავრცელდა ინფრომაცია მის შესაძლო ლიკვიდაციაზე. ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტი შინაგან საქმეთა სამინსიტროში 15 და 16 გამოკითხვაზე დაიბარეს.