პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი .
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ის თბილისიდან ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან და მთავრობის წევრებთან ერთად გაემგზავრა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი შეხვედრებს ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოში გამართავს. ასევე გაიმართება ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა, სადაც, ღარიბაშვილის თქმით, ქართული მხარე წარმოაჩენს “საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესსა და წინსვლას არაერთი მიმართულებით”.
ღარიბაშვილის ბრიუსელში გამგზავრების პარალელურად საქართველოში რჩება ევროპული დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, რომელმაც ვიზიტი გაახანგრძილვა. დანიელსონი გუშინ დილიდან ჯერ ქართულ ოცნებას შეხვდა, შემდეგ – ოპოზიციას, შემდეგ ისევ ქართულ ოცნებას. დღის ბოლოს გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია, ხოლო ოპოზისიასთან ერთობლივი შეხვედრა აღარ გაიმართება. დანიელსონი ოპოზიციას დღეს დილითაც შეხვდა.