იურისტ კახა ჩავლეშვილს “წარჩინებული” საჯარო მოხელეები გურიაში მომხდარ ძველ ამბავს ახსენებს. ის ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:
ძველ დროში გურიაში ქალის სათხოვნელად მისულ კაცს სასიმამრომ ერთი ტრადიციული კითხვა დაუსვა – რამე ხელობა თუ იცი ან და რაიმე თუ შეგიძლიაო. სასიძომაც გულწფელად უპასუხა – არაო.
ძაან კი უნდოდა ქალის გათხოვება მარა რა ექნა – ეუფ აი რა მითხარი არაფრის შემძლეს ქალს ვერ გაგატანო.
გაწბილებული სასიძოც უკან გამობრუნდა, ჭიშკართან მივლამდე თავისთვის ჩაილაპარაკა – თხაის დაკოდვა კი ვიცი მარა მაგას ხომ ვერ ვიტყოდიო. – სად გარბიხარ კაცო მოიცადე რაღაც კი შეგძლებიაო! დაუძახა „გახარებულმა“ სასიმარომ-წერს ჩავლეშვილი.