“თუ ვთანხმდებით, ვთანხმდებით ყველა საკითხზე”, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის საელჩოში, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ჯაფარიძის თქმით, შეთანხმება იმ შემთხვევაში მოხდება თუ მხარეები ყველა საკითხზე შეთანხმდებიან.
ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან კომპლექსურ პრობლემებზე, რომელიც მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან კომპრომისებს. ეს არის რთული პროცესი. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე ორიენტირებული, რომ ყველა საკითხზე შევთანხმდეთ. არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება დარჩეს შეუთანხმებელი. თუ ასე მოხდა, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება არ იქნება. თუ ვთანხმდებით, ვთანხმდებით ყველა საკითხზე, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.