დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექთნის მდგომარეობა, რომელმაც დღეს ახალციხეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და მძიმე გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა, „ძალიან საყურადღებოა“.
„ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა. არის ინტუბირებული. ის კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ სიცოცხლე შევინარჩუნოთ,“ – ამბობს გამყრელიძე.