20 წლის ოზურგეთელმა გიორგი თოხაძემ, 18-20 მარტს თბილისში საქართველოს პირველობაზე გამართულ ჩემპიონატზე, ოცდასამწლამდელ მოჭიდავეთა შორის, ოქროს მედალი აიღო.
გიორგი, ქალაქ ოზუგეთში ცხოვრობს, დაამთავრა ნომერ 2-ე საჯარო სკოლა. ჭიდაობაზე 7 წლის ასაკში, მამამ შეიყვანა, მონაცემებიც აღმოაჩნდა, იმის შემდეგ სულ ვარჯიშობს.
2016 წელს საქართველოს პირველობაზე ვერცხლის მედალი აიღო, 2017 წელს ბრინჯაო, 2018 წელს კი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამავე წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე კი ვერცხლის მედალოსანი გახდა.
18-20 მარტს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში, გიორგი თოხაძემ ოქროს მედალი აიღო და ჩემპიონის ტიტული მოიპვა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი.