გუშინ, 21 მარტს ოზურგეთის “არწივებსა” და თბილისის “ხვამლს” შორის გამართული შეხვედრა, “არწივების” გამარჯვებით დასრულდა: 25-19.
მატჩი ოზურგეთის “არწივებსა” და თბილისის “ხვამლს” შორის ერთობ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.
თუმცა, “არწივების” დაცვამ სასწაულებრივი ძალისხმევა გამოიჩინა და ხაზთან უკიდურეს სიახლოვეს მყოფი მოწინააღმდეგე გუნდი რამოდენიმე წუთის განმავლობაში არ გაუშვა წინ და შეკავება შეძლო .
“ხვამლის” მხრიდან ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, “აწრივებმა” არც ლელო დაადებინეს ოპონენტებს და არც ჯარიმა არ მიიღეს დაცვაში, ამ უაღრესად დაძაბულ წუთებში, რომლებიც ლამის უსასრულობაში გადაიზარდნენ!
ფაქტიურად, უკანასკნელმა წუთებმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი!