მთელი ბავშვობა მესმოდა :”დაქუხებამდე ვარგა ჯინჭარი ფხალად..””დაქუხებამდე ჯობია ხაპის დათესვა..””დაქუხებამდე უნდა ჩავყარო ლობიო..””დაქუხებამდე გამოჩეკილი ჭუჭული ყველა გაიზრდება..””დაქუხებამდე ვარგა ძველი ნიორი, მერე გეიპარება..””რომ დაიქუხებს ბახჩას მერე დავრგავ..”არ ვაქცევდი ყურადღებას და ვერ ვხვდებოდი კარგად..ახლა ვიცი, დაქუხებით გაზაფხულის პირველი ფაზა თავდება და რომ დაიქუხებს მეორე იწყება..
ჩემს ბაღში აგერ 15 წუთის წინ დიგრუხუნა, ელვამაც გაკვესა წელს პირველად და გულიანად წვიმს.დილით ბაღი ჩაბუჟბუჟებული დამხვდება..ხარობს ყველა მწვანე და მებაღის გულიც..მშვიდობიანი გაზაფხულის დღეები მოგვცეს..
ჩემი ოდა გურიაში, ბახვში.
ზურა შევარდნაძე.