ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, საზოგადოების წარმომადგენლები თავიანთ შეხედულებას აქტიურად გამოთქვამენ, თემას kvirispalitra.ge-სთან მომღერალი ირმა სოხაძე ასე ეხმაურება:
ირმა სოხაძე, მომღერალი: – არ ვიცი, გახარია დამოუკიდებლად ბრუნდება პოლიტიკაში, თუ ვინმე უმაგრებს ზურგს, თუმცა, ძალიან მომწონს, რაც ხდება. მივესალმები მის დაბრუნებას. რაც უფრო მრავალფეროვანი და კონსტრუქციული იქნება ოპოზიცია, მით უკეთესი. დღეს გვაქვს განცდა, რომ ოპოზიცია აუცილებლად უნდა იყოს ხელისუფლებაზე მტრად გადაკიდებული. დროა, ოპოზიციამ, ხელისუფლებასთან ერთად, ქვეყანაზე და ხალხზე იფიქროს. ეს ქვეყანასაც წაადგება და მათაც. გახარია ჩემში ყოველთვის ნდობას, სიმპათიას იწვევდა. გამორჩეული პიროვნებაა, თავისი ქარიზმით და პასუხისმგებლობით. კრიტიკულ ვითარებაში არც ბოდიშის მოხდა ეთაკილებოდა და არც პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ერიდებოდა. მთელი რიგი მომენტებია, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ თითქოს, 20 ივნისის ღამეს გახარიამ ბრძანება გასცა, დამიზნებით ესროლეთ აქციის მონაწილეებს და თვალები დასთხარეთო. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. რა მოხდა სინამდვილეში, ამას, ალბათ, ოდესმე გავიგებთ.