ჩვენ გვჭირდება გადატვირთვა. გადატვირთვა ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება რიგგარეშე არჩევნების მეშვეობით – აცხადებს “ლელო საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც ხელმოწერების შეგროვება დააანონსა.
„ლელოს საქართველოსთვის“ იწყებს ფართომასშტაბიან აქციას. ჩვენ გამოვედით ქუჩაში ხალხთან, რათა მოვისმინოთ მათი აზრი რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იქნება გამოკითხვა და ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მაშტაბით. მთელი პარტია არის მობილიზებული და ასეთი შტაბები იქნება განლაგებული ყველა ქალაქსა და რაიონში იმისათვის, რომ გავაგონოთ ხელისუფლებას იმ ხალხის აზრი და პოზიცია, რომელსაც ასე ცხოვრების გაგრძელება არ უნდა” ამბობს ხაზარაძე.
ის მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს შეუერთდნენ კამპანიაში.