2024 წლამდე ვემსახურები, როგორც რეგიონს, ასევე ჩემს ქვეყანას, – ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
რიჟვაძე მისი გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ჭორი უწოდა.
„მინდა გითხრათ, რომ უკვე სამი წელია პრაქტიკულად ყოველ კვარტალში მესმის აღნიშნული ჭორები. მსურს დაგამშვიდოთ ყველა, რომ მე ვაპირებ ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ჩემი მანდატი – 2024 წლამდე ვემსახურო, როგორც რეგიონის მოსახლეობას, ასევე ჩემს ქვეყანას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.