კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 203 გამოვლინდა, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. რაც შეეხება, რეგიონებს:
აჭარა – 26, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 22, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 9, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.
დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 419 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.