დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შიდა გამოთვლებით საქართველო უკვე წითელ ზონაშია.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათს მოსახლეზე გვაქვს უკვე 26. ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, გადავედით წითელ წონაში, ამას გიდასტურებთ, მაგრამ მეორე მაჩვენებელი, რასაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300-ს, თუმცა გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირების ჩატარების თვალსაზრისით“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, დღეს გამოჯანმრთელდა კიდევ 350 ადამიანი, ასევე გარდაიცვალა 5 პაციენტი.